LL Cool J ახალი, მეთოთხმეტე სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 6 სექტემბერს თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნდება. წარმოშობით ლონგ აილენდიდან და ქუინსში გაზრდილი რეპერი ბოლო დროს მსახიობობასა და წამყვანობაზე იყო ორიენტირებული.
ჟურნალ E! News-სთან ინტერვიუში არტისტმა ალბომის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და დასძინა, რომ ლოდინად ეს ყოველივე ნამდვილად ღირდა.
LL Cool J-მ განმარტა: „არ მინდოდა გულშემატკივრის მოტყუება, მსურდა, მათ ნამდვილი LL Cool J-ს ალბომი ჰქონოდათ. ეს პროექტი ძირითადად ხალხსა და კულტურულ გავლენებზეა.”
აღსანიშნავია, რომ არტისტისთვის ეს ალბომი განსაკუთრებულია, რადგან ის ლეიბლ Def Jam Records-ის 40 წლის იუბილესაც ეძღვნება. LL Cool J-მ 16 წლის ასაკში მუსიკალური კარიერა სწორედ აქ დაიწყო.
მუსიკოსმა გაიხსენა ძველი პერიოდი, რომელიც Def Jam Records-ში გაატარა, სადაც თითქმის ყოველდღე მიჰქონდა თავისი ჩანაწერების დემო ვერსიები, სანამ ბოლოს და ბოლოს არ მოუსმინეს. 40 წლის შემდეგ კი ამავე ლეიბლზე არტისტი ახალ ალბომს გამოუშვებს, რომლის სახელწოდებაა The Force .
2013 წლის ალბომ Authentic-ის გამოცემის შემდეგ ეს რეპერის პირველი სტუდიური ალბომია. The Force-ში ლეგენდარული რეპერი ისეთ არტისტებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან Eminem, Snoop Dogg, Nas, Busta Rhymes და Rick Ross.
ცალკე აღსანიშნავია LL Cool J-სა და Eminem-ის დიდი ხნის ნანატრი თანამშრომლობა ტრეკზე Murdergram Deux, რომელიც ალბომის გამოცემამდე გამოქვეყნდა.
მოისმინეთ LL Cool J-ს ახალი ალბომი The Force: