გერმანიის ბიბლიოთეკაში მოცარტის აქამდე უცნობი ნაწარმოები აღმოაჩინეს

სიმებიანი ტრიოსთვის შექმნილი კომპოზიცია Ganz kleine Nachtmusik მოცარტმა თინეიჯერობის ასაკში შექმნა.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის პორტრეტი
Universal History Archive/Getty Images

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის გარდაცვალებიდან 230 წელიწადში კომპოზიტორის ახალი ნაწარმოები გამოქვეყნდა. მუსიკალური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აქამდე უცნობი ნამუშევარი, რომელიც გერმანიის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს, მოცარტმა თინეიჯერობის ასაკში დაწერა. 

12-წუთიანი ნაწარმოები Ganz kleine Nachtmusik 1760-იანი წლებით თარიღდება. აღწერის მიხედვით, ის მოიცავს შვიდ ნაწილს და შექმნილია სიმებიანი ტრიოსთვის. მკვლევრებმა ნაწარმოები ლაიფციგის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს, როცა მოცარტის ყველა არსებული ნაწარმოების ქრონოლოგიური კატალოგის, იგივე „კოჰელის კატალოგის” ბოლო გამოცემაზე მუშაობდნენ. 

ნაწარმოები პირველად სიმებიანი ტრიოს მიერ ზალცბურგში 19 სექტემბერს სწორედ კოჰელის კატალოგის ბოლო გამოშვების პრეზენტაციაზე შესრულდა. 21 სექტემბერს კი მისი გერმანული პრემიერა ლაიფციგის ოპერაში შედგა. 

მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილი ხელნაწერის კალიგრაფია პირადად მოცარტს არ ეკუთვნის, მკვლევრების აზრით, ეს უნდა იყოს ორიგინალის ასლი, რომელიც 1780 წელს გაკეთდა. 

„რადგანაც შთაგონება, აშკარაა, რომ მოდიოდა მოცარტის დისგან, ალბათ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სწორედ ის ინახავდა ამ ნაწარმოებს, როგორც სახსოვარს თავისი ძმისგან,” – ნათქვამია მოცარტის საერთაშორისო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ახლად აღმოჩენილი ნაწარმოების შესახებ, რომელიც უნიკალურია, რადგან აქამდე მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ მოცარტი ძირითადად საფორტეპიანო მუსიკის, არიებისა და სიმფონიების კომპოზიტორი იყო.

კოჰელის კატალოგში კომპოზიციის შესახებ ვკითხულობთ, რომ ის „შემონახულია ერთადერთ წყაროში, რომელიც გვთავაზობს, რომ ნაწარმოები შექმნილია მოცარტის პირველ მოგზაურობამდე იტალიაში” 1769 წლის დეკემბერში, როცა ვუნდერკინდი კომპოზიტორი მხოლოდ 13 წლის იყო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კეტი პერიმ ახალი სტუდიური ალბომი გამოსცა

შემდეგი სტატია

ვიკა კალანდია - მსახიობი ფოტო: გიო მაჭავარიანი

კადრში და კადრს მიღმა მსახიობ ვიკა კალანდიას შემოქმედებითი გზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი