კეტი პერის თქმით, ადრეულ ასაკში მუსიკალურ კარიერაში მას მადონა დაეხმარა

„40 წლის ვარ და მადონას დამსახურებით დღესაც მუსიკას ვქმნი.” – ამბობს პოპ-ვარსკვლავი.
Katy Perry Louisa Meng
Katy Perry
Louisa Meng

კეტი პერი კვირას ავსტრალიურ თოქ-შოუ The Project-ში გამოჩნდა, სადაც კარიერის დასაწყისში პოპ-დედოფლის, მადონას მხარდაჭერაზე ისაუბრა: „მადონა კარიერის დასაწყისში ნამდვილად მხარს მიჭერდა. თავდაპირველად გარკვეული დრო დამჭირდა მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, თუმცა შემდეგ ის ნამდვილად გვერდში მედგა. მან წვეულებაზე დამპატიჟა, ჩვენ ფოტოსესიაც გვქონდა ერთად, ეს საოცარი იყო. ის საუკეთესოა.“

კეტი პერის თქმით, როდესაც მადონამ რადიო-შოუში მისი 2007 წლის სიმღერა Ur So Gay ახსენა, ეს მას პოპულარობის მოპოვებაში დაეხმარა: “მან ჩემი სიმღერა ახსენა და ეს იყო ჩემი კარიერის დასაწყისი. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემთვის ყველაფერი” – ამბობს კეტი პერი 

დასასრულს კეტი პერი შოუში მადონას მისამართით ქებას არ იშურებს და პოპ-ვარსკვლავს მადლობას უხდის:  „40 წლის ვარ და მადონას დამსახურებით დღესაც მუსიკას ვქმნი.”

კეტი პერის ახალი ალბომი „143” ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Massive Attack-მა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ფარგლებში მუსიკალური შოუების სერია დააანონსა

შემდეგი სტატია

50 Cent-ის მიერ დაანონსებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც Diddy-ს წინააღმდეგ ბრალდებებს ეხება, Netflix-ზე გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი