50 Cent-ის მიერ დაანონსებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც Diddy-ს წინააღმდეგ ბრალდებებს ეხება, Netflix-ზე გამოვა

50 Cent-ისა და რეჟისორის თქმით, ფილმი მათ სათქმელს იტყვის, ვისი ხმაც აქამდე არავის ესმოდა.
50 Cent და Diddy. ფოტო: JC Olivera/Getty Images; Paras Griffin/Getty Images

50 Cent-ის პროდიუსერობით დაანონსებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც Diddy-ს ისტორიას და მასთან დაკავშირებულ სექსუალური ძალადობის ბრალდებებს ეხება, Netflix-ზე გამოვა. როგორც ჟურნალი Variety იუწყება, ფილმზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს და მისი რეჟისორი ალექსანდრია სტეპლტონია.

„ეს არის ისტორია, რომელსაც ადამიანებზე  მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ეს არის კომპლექსური ამბავი, რომელიც ათწლეულებს აერთიანებს – ათწლეულებს და არა მხოლოდ აქამდე ნანახ სათაურებს ან კლიპებს“, – აღნიშნეს 50 Cent-მა და სტეპლტონმა Variety-ისათვის მიცემულ ერთობლივ კომენტარში. მათი თქმით, ეს იქნება ნამდვილი ისტორია ნიუანსების გათვალისწინებით დანახული პერსპექტივებით და ის მათ სათქმელს იტყვის, ვისი ხმაც აქამდე არავის ესმოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები შემაშფოთებელია, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შონ კომბის ამბავი არ არის ჰიპ-ჰოპისა და მისი კულტურის სრული ისტორია. ჩვენ მიზანია, ერთი ინდივიდის ქმედებებმა არ მიაყენოს ჩრდილი ამ კულტურის დიდ ღვაწლს. 

დოკუმენტური ნამუშევარი ჯერჯერობით კონკრეტული თარიღით არ არის დაანონსებული. ამ ეტაპზე არც დამატებითი დეტალებია ცნობილი.  

50 Cent-მა Diddy-ს შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღების გეგმები ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში გაამხილა. ამ დროს ერთი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც Diddy-ს ყოფილმა მეგობარმა ქალმა, კასანდრა ვენტურამ, რეპერის წინააღმდეგ გახმაურებული სარჩელი შეიტანა. 

50 Cent-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დეკემბერშივე Billboards-ს დაუდასტურა, რომ ეს პროექტი ძალადობის მსხვერპლებს დაეხმარებოდა. 

შონ კომბსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს 50 Cent დიდი ხანია, რაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფორმით, მათ შორის მიმებით ეხმიანება. როგორც რეპერმა Netflix-ის დოკუმენტური ფილმის დამაანონსებელ პოსტში აღნიშნა, ის საზოგადოებას ამ ამბების შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ეუბნებოდა, თუმცა მისი არავის სჯეროდა, ახლა კი ვითარება შეიცვალა და ყველამ სიმართლე დაინახა. 

Associated Press-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა Diddy-ს ლოს-ანჯელესის და მაიამის სახლებში რეიდისას 1000 ბოთლზე მეტი საბავშვო ზეთი და ლუბრიკანტები აღმოაჩინეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა 50 Cent და სოციალურ ქსელში ფოტოშოპის მანიპულაციით შექმნილი სურათი გამოაქვეყნა. მასზე საბავშვო ზეთია, რომელსაც ეტიკეტზე Diddy Oil აწერია. 
Associated Press-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა Diddy-ს ლოს-ანჯელესის და მაიამის სახლებში რეიდისას 1000 ბოთლზე მეტი საბავშვო ზეთი და ლუბრიკანტები აღმოაჩინეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა 50 Cent და სოციალურ ქსელში ფოტოშოპის მანიპულაციით შექმნილი სურათი გამოაქვეყნა. მასზე საბავშვო ზეთია, რომელსაც ეტიკეტზე Diddy Oil აწერია. 

შონ კომბსი 17 სექტემბერს ნიუ-იორკში დააკავეს. სასამართლომ რეპერს გირაოზეც უარი უთხრა და ის სასამართლომდე ციხეში რჩება. Diddy წაყენებულ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Katy Perry Louisa Meng

კეტი პერის თქმით, ადრეულ ასაკში მუსიკალურ კარიერაში მას მადონა დაეხმარა

შემდეგი სტატია

ჯგუფ A-ha-ს Take on Me 80-იან წლებში გადაღებული პირველი კლიპი გახდა, რომელსაც Youtube-ზე ორი მილიარდი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი