„მოანას” ახალი ნაწილის თიზერში ანიმაციის საუნდტრეკი We’re Back გაჟღერდა

„მოანა 2” მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 27 ნოემბრიდან გამოჩნდება.
Moana 2 “We’re Back”

შემოდგომაზე ცნობილი ანიმაციის,  „მოანას” მეორე ნაწილი გამოვა. 26 სექტემბერს დაანონსებული ანიმაციის ერთ-ერთი საუნდტრეკის, We’re Back-ის ფრაგმენტი მეორე ნაწილის აქამდე უცნობ კადრებთან ერთად გამოქვეყნდა. 

„მოანა 2” უკვე ნაცნობი ანიმაციის გაგრძელებაა. „წინაპრებმა მომიწოდეს, რომ ჩვენი ხალხი მთელი ოკეანის გადაღმა გავაერთიანოთ“, – ამბობს ზრდასრული მოანა. პარალელურად კი ოკეანიაში მისი მოგზაურობის სცენებს ვხედავთ. „ჩემი მისიაა, დავასრულო ის, რაც დაიწყო. ეს უფრო რთული იქნება, ვიდრე ყველაფერი, რაც აქამდე გვინახავს“.

ახალ ნაწილში მოანას მაუის პერსონაჟი უერთდება. როგორც ანიმაციის აღწერაში ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც მოანასთან მისი წინაპრები მოულოდნელად გავიდნენ კონტაქტზე, მთავარმა გმირმა შორეულ ზღვებში უნდა იმოგზაუროს. შინაარსიდან ირკვევა, რომ მთავარ გმირს სახიფათო და ამავდროულად მხიარული თავგადასავალი ელის. 

მოანას პერსონაჟს აული კრავალო ახმოვანებს, ხოლო მაუის პერსონაჟს – დუეინ ჯონსონი. სამსახიობო გუნდში ასევე არიან რეიჩელ ჰაუსი, ტემუერა მორისონი, ნიკოლ შერზინგერი. სიქველში ასევე  გამოჩნდებიან ახალი პერსონაჟები – მონი, კელე და ლოტო. ახალ გმირებს ჰუალალაი ჩანი, დევიდ ფეინი და როუზ მატაფეო გაახმოვანებენ. 

„მოანა 2” მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 27 ნოემბრიდან გამოჩნდება. 

ნახეთ დაანონსებული ანიმაციის თიზერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

შემდეგი სტატია

The Weeknd და Playboi Carti ახალ სიმღერას აქვეყნებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

შოუში – Hot Ones პენელოპე კრუსმა Bad Bunny-სთან ერთად სცენაზე ასვლასა და U2-ს სოლისტისგან დაბადების დღეზე მიღებულ უჩვეულო საჩუქარზე ისაუბრა

„უკვე ხუთჯერ ვიყავი მის კონცერტზე. მაგრამ პირველად, პუერტო-რიკოში, ბენიტო მოვიდა ჩემთან და მთხოვა, სცენაზე გავყოლოდი სიმღერის წარსადგენად,” – გაიხსენა მსახიობმა.
მეტი

ლიამ გალაგერი მექსიკა-ინგლისის თამაშის წინასწარ პროგნოზს აკეთებს

„კვირას ვნახავთ, რა მოხდება, მეგობარო,” - პასუხობს ბრიტანელ მუსიკოსს მექსიკელი როკერი და Maná-ს სოლისტი ფერ ოლვერა.
მეტი

Madonna ახალი ალბომით, Confessions II-ით ბრუნდება

2005 წლის ალბომის, Confessions on a Dance Floor-ის გაგრძელება - Confessions II, რომელიც მოიცავს კოლაბორაციებს საბრინა კარპენტერთან, Feid-თან, პოპლეგენდის ქალიშვილ ლოლა ლეონთან და სხვა არტისტებთან
მეტი