ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის ხმის მისაწვდენად კამალა ჰარისის კამპანიამ ტეილორ სვიფტის ფილტრი შექმნა

დემოკრატები სხვადასხვა შტატში „ერას ტურის” თემატურ ბილბორდებსაც ათავსებენ.
კამალა ჰარისი საარჩევნო კამპანიის დროს
KAMIL KRZACZYNSKI/AFP via Getty Images

კამალა ჰარისის კამპანია ახალგაზრდა ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობს, განსაკუთრებით ტეილორ სვიფტის ფანებში. პოპვარსკვლავის 18 ოქტომბრის კონცერტზე დემოკრატების ეროვნულმა კომიტეტმა წარადგინა „სნეპჩეტის” ტეილორ სვიფტის თემაზე შექმნილი ფილტრი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, იპოზიოროს ციფრული ბანერის ქვეშ წარწერით: „ხმის მიცემის ერაში” (In My Voting Era). 

ფილტრი ასევე იძლევა საშუალებას,  ჰარისის კამპანიის რამდენიმე ძირითადი თემიდან აირჩიონ ერთ-ერთი და დაასრულონ ფრაზა Be fearless for … (სვიფტის 2008 წლის ალბომიდან Fearless). გამოტოვებული ადგილის შესავსებად მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს მენიუ შემდეგი თემებით: დემოკრატია, რეპროდუქციული უფლებები, კლიმატი და სხვა. 

„ეს არჩევნები ახალგაზრდა ამომრჩევლის მომავალს განსაზღვრავს, დაწყებული სტუდენტური სესხებითა და ეკონომიკური შესაძლებლობებით, დასრულებული იმით, აქვთ თუ არა მათ იმაზე ნაკლები უფლება, ვიდრე მათ ბებიებს ჰქონდათ” – ვკითხულობთ დემოკრატების ოფიციალურ განცხადებაში. „დემოკრატები ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ ახალგაზრდა ამომრჩევლებს იქ, სადაც ისინი არიან, დაწყებული საკონცერტო სცენებით, დასრულებული სოციალური მედიის პლატფორმებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ არჩევნებში ხმის მისაცემად საჭირო რესურსები აქვთ.” 

„სნეპჩეტის” ფილტრი ერთ-ერთია იმ არაერთი აქტივობიდან, რაც ჰარისის კამპანიამ სვიფტის მხარდაჭერის შედეგად წამოიწყო. თავის ონლაინ მაღაზიაში ვიცე-პრეზიდენტი ასევე ყიდის friendship სამაჯურებს, როგორც სვიფტის საყვარელ „ერას ტურის” აქსესუარს. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ტიმ უოლცმა კი პოპვარსკვლავი კონკურენტთან დებატებშიც ახსენა.  

„ისევე გაოცებული ვარ, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი ამ კოალიციით, რომელიც კამალა ჰარისმა ააშენა, დაწყებული ბერნი სანდერსით, დასრულებული დიკ ჩეინითა და ტეილორ სვიფტით. მათ სწამთ ამ ქვეყნის მომავლის. იმ მომავლის, რომელშიც ჩვენი პოლიტიკა ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ახლაა.”

გარდა ამისა, დემოკრატები სხვადასხვა შტატში სვიფტის თემაზე შექმნილ ბილბორდებს ათავსებენ, რომლებზეც ვკითხულობთ: „წინ ახალი გზაა… მზად ხართ?” ასევე „ჩვენ კამალას ერაში ვართ!”სექტემბერში გავრცელებულ ჰარისის მხარდამჭერ განცხადებაში სვიფტმა ხაზი გაუსვა ხმის მიცემის მნიშვნელობას: „თქვენი კვლევა მხოლოდ თქვენით უნდა აწარმოოთ და არჩევანიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით,” – წერდა მომღერალი. „მე მინდა, რომ ვუთხრა, განსაკუთრებით მათ, ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში: დაიმახსოვრეთ, რომ ხმის მისაცემად აუცილებელია რეგისტრაცია! ასევე ვფიქრობ, რომ ხმის მიცემა ადრიანად უფრო მარტივია.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიემ პეინის გარდაცვალების შემდეგ მისი 2020 წლის ემოციური წერილი გავრცელდა.  მომღერალი 10 წლის საკუთარ თავს წერდა: „შენ გეშინია, თითქოს მარტო ხარ, მაგრამ ეს ასე არ არის.“

შემდეგი სტატია

შერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშის ცერემონიის დროს, 19 ოქტომბერი, 2024 წელი, ოჰაიო. ფოტო: არტურო ჰოლმსი

შერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის მიმართ თავის შერეულ გრძნობებზე  საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი