„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ მე-10 საიუბილეო სეზონს წარადგენს

საფესტივალო პროგრამა რვა კონცერტს აერთიანებს.
თბილისის ბაროკო ფესტივალი

1 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ მსმენელს „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-10 საიუბილეო სეზონს წარუდგენს. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, ფრანგული ინსტიტუტის, იტალიისა და გერმანიის საელჩოების მხარდაჭერით ტარდება. 

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ 2015 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. წლებთან ერთად ფესტივალმა მსმენელს მსოფლიოში აღიარებული ძველებური მუსიკის არაერთი შემსრულებელი წარუდგინა.  ფესტივალის ფარგლებში კონცერტები გამართეს ისეთმა ვარსკვლავებმა და ანსამბლებმა, როგორებიც არიან: ჟორდი სავალი, კრისტინა ბუში, დავიდე ამადიო, ჟან რონდო, ორკესტრი „ძველი მუსიკის აკადემია“ (AKAMUS), ანსამბლი ZEFIRO და სხვა.

„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ საიუბილეო სეზონზე გაიმართება რვა კონცერტი, სამი  საჯარო ლექცია და მასტერკლასები. საიუბილეო ფესტივალს სტუმრობენ და მასში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები: დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), ჟან რონდო (კლავესინი, საფრანგეთი), კორნელია ფონ კერსებროკი (დირიჟორი, გერმანია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), დიეგო კანტალუპი (არქლუთნა, იტალია), ანდრეას შოლი (კონტრტენორი, იტალია), ჟორდი სავალი (დირიჟორი, ესპანეთი) და სხვა. ფესტივალში, აგრეთვე ქართველი შემსრულებლები და გუნდები იღებენ მონაწილეობას: გიორგი კუზანაშვილი (თეორბო, ბაროკოს გიტარა), აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ანსამბლი „ბასიანი“.

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი

საფესტივალო კონცერტები რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება. 

ფესტივალის ფარგლებში პირველი კონცერტი იქნება „ვენეციური ბაროკო“, რომელიც 1 ნოემბერს გაიმართება. 5 ნოემბერს საფესტივალო პროგრამა დაეთმობა კონცერტს „ბაროკო ბავშვებისთვის“; 9 ნოემბერს მსმენელი შეძლებს დაესწროს სოლო საკლავისინო მუსიკას – „ფრანგული ბაროკო“; 11 ნოემბერს კი ჩატარდება კონცერტი სახელწოდებით  „ბახის დინასტია“.

21 ნოემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში, ფესტივალის ტრადიციული კონცერტი – „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“ გაიმართება. 27 ნოემბერს „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე წარადგენს კონცერტს „მეგობრები – ტელემანი და ფაში“; 6 დეკემბერს ფესტივალი ანდრეას შოლის „ზეციურ ხმას“ დაეთმობა, ხოლო 11 დეკემბერს ფესტივალს დახურავს ჟორდი სავალი კონცერტით „ბაროკოს კონცერტები და ფოლიები“. 

„თბილისის ბაროკო ფესტივალის” ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rerender – ქართველმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, Aprilee-მ მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

ირაკლი ჩოჩუა - ფესტივალის ადმინისტრატორი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ფესტივალი „საჩუქარი” იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Diddy-ს ნაშვილები ვაჟი ქუინსი ბრაუნი რეპერის მონაწილეობით საოჯახო ვლოგის თიზერს აქვეყნებს

ვიდეო რამდენიმე თვის წინ არის გადაღებული, რადგან Diddy 16 სექტემბრიდან პატიმრობაში იმყოფება.
მეტი
Anana Kaye

ამერიკაში მოღვაწე ქართული ინდი-ალტ დუოს, Anana Kaye-ს, ახალი სიმღერა Running From Love

Running From Love ცნობილი ამერიკელი ფოლკ მუსიკოსის დეივიდ ოლნისთვის დაწერილი სიმღერაა, რომელიც სპეციალურად მისთვის მიძღვნილი ალბომისთვის ჩაიწერა.
მეტი

დეტროიტში, კამალა ჰარისის მხარდამჭერ შეხვედრაზე, რომელშიც ემინემიც მონაწილეობდა, ბარაკ ობამამ Lose Yourself გარეპა

ობამა სცენაზე ემინემმა წარადგინა და საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
მეტი

ალ პაჩინო Scarface-ის წარმატებას ჰიპ-ჰოპ თემის დამსახურებად მიიჩნევს

1983 წლის ფილმი თავდაპირველად კრიტიკოსებმა მწვავედ გააკრიტიკეს, თუმცა მოგვიანებით Scarface საკულტო კლასიკად იქცა ისეთი აუდიტორიის წყალობით, როგორიც ჰიპ-ჰოპ კომუნაა.
მეტი