არიანა გრანდე Wicked-ის სამსახიობო შემადგენლობის ჩამონათვალში თავისი სრული სახელით წარდგა

„ეს გამოცდილება ჩემთვის შინ დაბრუნებას ჰგავდა. ბევრი რამ ვისწავლე გლინდასა და ელფაბასგან და ამ პროცესში თითქოს საკუთარ თავს დავუბრუნდი,” – აღნიშნა არტისტმა.
არიანა გრანდე. ფოტო: Don Arnold/WireImage

ავსტრალიის რადიოსადგურთან ინტერვიუში არიანა გრანდემ Wicked-ის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ გადაწყვიტა ვარსკვლავმა, რომ ფილმის სამსახიობო შემადგენლობაში დაბადების სახელით, არიანა გრანდე-ბუტერათი ყოფილიყო წარმოდგენილი, გრანდემ თქვა: „ეს ჩემი ბავშვობის სახელია! ეს პატარა არიანას სახელია. ეს გამოცდილება ჩემთვის შინ დაბრუნებას ჰგავდა. ბევრი რამ ვისწავლე გლინდასა და ელფაბასგან და ამ პროცესში თითქოს საკუთარ თავს დავუბრუნდი. ეს ის სახელია, რომლითაც სპექტაკლის სანახავად წავედი, როცა 10 წლის ვიყავი, და სიმბოლურად ამით სწორედ იმ ბავშვს მივაგებ პატივს,” – განმარტა არიანა გრანდემ.

არიანა გრანდე Wicked-ის შემოქმედებით გუნდთან ერთად ავსტრალიას ფილმის პრემიერისთვის ეწვია. დახურული პრემიერა სიდნეის State Theatre-ში 3 ნოემბერს

გაიმართა. არიანა გრანდემ წითელ ხალიჩაზე ვივიენ ვესტვუდის მოდის სახლის კოსტიუმი მოირგო, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნა. კაბის კონცეფცია ფილმის ესთეტიკითა და მხატვრობით იყო შთაგონებული.  ამავე დროს, სინთია ერივო, რომელიც Wicked-ში ელფაბას განასახიერებს,  Louis Vuitton-ის შავი სკულპტურული კაბით წარდგა აუდიტორიის წინაშე. 

Wicked-ს მაყურებელი ორ ნაწილად იხილავს. ისტორიის პირველი ნაწილი, კინოთეატრებში 22 ნოემბრიდან გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მორისიმ კონცერტი ფანების სცენაზე შეჭრის გამო მოულოდნელად შეწყვიტა

შემდეგი სტატია

ფესტივალი „საჩუქარი” ბრიტანელი რეჟისორის რუმინული სპექტაკლით „ოიდიპოს მეფე” გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი