პროკურატურის განცხადებით, შონ კომბსი ციხიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ცდილობს

პროკურატურა წერს, რომ კომბსმა გამოიყენა ოჯახის წევრები, რათა დაეგეგმა და აღესრულებინა მის დაბადების დღესთან დაკავშირებული სოციალური მედიის კამპანია და გავლენა მოეხდინა პოტენციური მსაჯულების განწყობაზე.
Diddy. ფოტო: Paras Griffin/Getty Images

15 ნოემბერს პროკურატურამ შონ Diddy კომბსის საქმეზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რეპერი ციხიდან ცდილობს, გავლენა მოახდინოს პოტენციურ ნაფიც მსაჯულებზე და საზოგადოებრივ აზრზე. ამ პოზიციით პროკურატურამ სასამართლოს  მას შემდეგ მიმართა, რაც კომბსმა გირაოს ბოლო განაცხადი შეავსო. ბრალდების მხარე ცდილობს, სასამართლო დაარწმუნოს, რომ კომბსის გირაოს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდეს. გირაოს განაცხადის განხილვა მანჰეტენის სასამართლოში შემდეგ კვირას არის ჩანიშნული.  

პროკურატურის ინფორმაციით, კომბსის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი აჩვენებს, რომ მან ოჯახის წევრებს სთხოვა პოტენციურ მსხვერპლებთან და მოწმეებთან დაკავშირება. როგორც პროკურორები იუწყებიან, ამ ჩანაწერის მიხედვით, კომბსის მიზანია,  შექმნას გარკვეული  შინაარსი და კონტექსტი, რომ მსაჯულების შეხედულებებზე გავლენა მოახდინოს. პროკურატურა წერს, რომ მან ოჯახის წევრებს მარკეტინგული სტრატეგიები ასწავლა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად.

„დაკავების მიუხედავად, დასტურდება,  რომ ბრალდებული ხშირად უგულებელყოფს წესებს, რათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს,” – წერენ პროკურორები განმარტებაში. პროკურატურის მტკიცებით, კომბსის ქცევაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ რეპერი ცდილობს შანტაჟით გააჩუმოს მსხვერპლები და მოწმეები ან აიძულოს ისინი, ხელი მოაწერონ ჩვენებებს, რომლებიც ბრალდებულის თავდაცვისთვის სასარგებლო იქნება.

კომბსის ადვოკატებს პროკურატურის განცხადებაზე კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ. 

ბრალდების მხარემ ასევე აღნიშნა, რომ  55 წლის კომბსმა  წესების დარღვევა დაკავებისთანავე დაიწყო. Diddy დანაშაულს არ აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება აჩვენებს, თუ როგორ ძალადობდა ის ქალებზე ათწლეულების განმავლობაში და აშანტაჟებდა მათ. ბრალდებები მოიცავს გატაცების ეპიზოდებსაც. ორი მოსამართლე აღიარებს, რომ შონ კომბსი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და, მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ გაიქცევა და მიიმალება. 

Diddy-ს ადვოკატებმა გირაო მესამედ მოითხოვეს. ორი წინა მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გირაოს განაცხადში ადვოკატები შეცვლილ გარემოებებზე მიუთითებენ. მათ შორის ახალ მტკიცებულებებზე, რისი გათვალისწინებითაც, მათი აზრით, მიზანშეწონილია კომბსის გათავისუფლება, რათა ის უკეთ მოემზადოს 2025 წლის სასამართლო პროცესისთვის. 

პროკურატურა ადვოკატების ამ არგუმენტების გაბათილებას ცდილობს და აღნიშნავს, რომ კომბსის ქცევა ციხეში აჩვენებს, რომ მას თავისუფლება კვლავაც აღკვეთილი უნდა ჰქონდეს. მაგალითად, პროკურატურა წერს, რომ კომბსმა გამოიყენა ოჯახის წევრები, რათა დაგეგმოს და აღასრულოს მის დაბადების დღესთან დაკავშირებული სოციალური მედიის კამპანია და გავლენა მოახდინოს პოტენციური მსაჯულების განწყობაზე. ბრალდების მხარის მტკიცებით, დაკავებულმა რეპერმა შვილებს მოუწოდა, სოციალურ ქსელებში გამოექვეყნებინათ ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ იზეიმეს მათ ერთად Diddy-ს დაბადების დღე. ამის შემდეგ კომბსი დააკვირდა სტატისტიკას, მათ შორის აუდიტორიის ჩართულობას, და ოჯახთან განიხილა, თუ როგორ უნდა მიეღწია ამ ვიდეოს პოტენციურ მსაჯულებამდე.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ კომბსი სხვადასხვა დიალოგში ახმოვანებდა მიზნებს, რომ გამოაქვეყნებდა ინფორმაციას, რომელიც, მისი აზრით, დაეხმარებოდა თავდაცვაში.

„ბრალდებულის ქმედებები ასევე მოიცავს მუდმივ მცდელობებს, დაუკავშირდეს პოტენციურ მოწმეებს, მათ შორის იმ მსხვერპლებს, რომლებიც გაუზიარებენ იმ მტკიცებულებებს, რაც მის წინააღმდეგ აქვთ“, – წერენ პროკურატურაში. ბრალდების მხარის განცხადებით, ეს ყოველივე ზიანს აყენებს ეფექტურ გამოძიებას და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უარყოფითად იმოქმედებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოსკარის ნომინაციების პროგნოზი საუკეთესო მუსიკალური გაფორმების და საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიებისათვის

შემდეგი სტატია

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი