დინ მარტინის საშობაო სიმღერა 72 წლის შემდეგ ჩარტებში მოხვდა

1952 წლის ჩაწერილ სიმღერას თან ახალი ანიმაციური ვიდეო ახლავს
დინ მარტინი ჰენრი გრაისი /FPG/Getty Images
დინ მარტინი
ჰენრი გრაისი /FPG/Getty Images

დინ მარტინის სიმღერა, სახელწოდებით It’s Beginning to Look a Lot Like Christmas ბილბორდის Adult Contemporary Chart -ში პირველად მოხვდა. ლეგენდარულმა შემსრულებელმა სიმღერა დაახლოებით 72 წლის წინ იმღერა.

სიმღერის ახალი ჩანაწერი 14 ოქტომბერს გამოქვეყნდა. პრესრელიზის თანახმად ეს დინ მარტინის ყველაზე ადრეული და ცნობილი სადღესასწაულო ჩანაწერია. აღსანიშნავია, რომ დინ მარტინის ეს სიმღერა მისი კლასიკური საშობაო სიმღერის ერთადერთი ვერსიაა, რომელიც მერედიტ უილსონმა 1951 წელს დაწერა. თავად სიმღერა კი 1952 წლის 16 დეკემბერს NBC-ის რადიოგადაცემა The Martin and Lewis Show-ს ფარგლებში ჩაიწერა.

დინ მარტინის სიმღერის It’s Beginning to Look a Lot Like Christmas-ის ახალი ანიმაციური ვიდეოს პრემიერა 14 ნოემბერს შედგა. ლეგენდარული შემსრულებელი 1995 წელს, შობის დღეს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიმღერა კი Adult Contemporary chart-ში კვლავ აგრძელებს რეიტინგის დაპყრობას. ბილბორდ ჩარტში დინ მარტინი პირველად 1964 წელს, ლეგენდარული სიმღერით Everybody Loves Somebody-ით შევიდა. 

გასული საახალწლო სეზონის დროს დინ მარტინმა ჩარტების ისტორიაში კვლავ შეიტანა თავისი წვლილი, როდესაც 1959 წლის სიმღერა Let It Snow, Let It Snow, Let It Snow ბილბორდ 100-ში მეშვიდე ადგილზე გავიდა. სიმღერამ პირველად დაიკავა ტოპ ათეულში ადგილი.

ამ დრომდე ჩარტებში სიმღერა It’s Beginning to Look a Lot Like Christmas- ის ორი ვერსიაა შესული. 2020 წელს მეთორმეტე ადგილზე მოხვდა პერი კომოს, ფონტიენ სისტერსისა და მიშელ ეირისისა შესრულება ორკესტრის თანხლებით და 2023 წელს, მე-19 ადგილზე, მაიკლ ბუბლეს ვერსია. ორივე ჩანაწერი ბილბორდ Holiday 100-ის ჩარტში მერვე ადგილზე გავიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პოლ საიმონი ახალ ინტერვიუში სმენის პრობლემებზე საუბრობს

შემდეგი სტატია

Oasis 2025 წლის ტურნეს აზიურ კონცერტებს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი