ბილბორდის „უდიდესი პოპ ვარსკვლავები“: 2017 წელს ედ შირანმა და კენდრიკ ლამარმა აჩვენეს, თუ როგორ  შეიცვალა დროთა განმავლობაში მონოკულტურა

ბილბორდის სტატიათა სერიის „წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების” ფარგლებში, 2017 წელს ედ შირანისა და კენდრიკ ლამარის პოპულარობამ პიკს მიაღწია, რამაც ნათლად წარმოაჩინა პოპ-კულტურის მრავალფეროვნება
კენდრიკ ლამარი Coachella-ს ფესტივალზე, 2017 წლის 16 აპრილი. ფოტო კევინ უინტერი
კენდრიკ ლამარი Coachella-ს ფესტივალზე, 2017 წლის 16 აპრილი. ფოტო კევინ უინტერი

2018 წელს ბილბორდის გუნდმა ახალი პროექტი, „წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების”  სერია დაიწყო. პროექტში  1981 წლიდან დღემდე, წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების ჩამონათვალია. ბილბორდმა დაინტერესებულ მკითხველს პოპ-ვარსკვლავების  შესახებ დამატებით ინფორმაციის სახით სტატიები და თემატური სია შესთავაზა, სადაც წლის განმავლობაში პოპულარულ არტისტებზე საუბრობს. ნახეთ სტატია, სადაც კენდრიკ ლამარისა და ედ შირანის 2017 წლის მიღწევებია განხილული. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ყველაზე წარმატებული სიმღერა ედ შირანის Shape of You იყო, თუმცა ბევრმა ამ არტისტის შესახებ არაფერი იცოდა და ხშირად იგი ჯასტინ ტიმბერლეიკშიც კი ეშლებოდათ.

2017 წელს უდიდესი მუსიკალური მოვლენა გახდა კენდრიკ ლამარი. ჯერ კიდევ მანამ, სანამ მისი ალბომი DAMN გამოვიდოდა, უკვე არსებობდა მოლოდინი, რომ  კენდრიკ ლამარის პოპ-ვარსკვლავობა გარდაუვალი იყო.

სტატისტიკურად, ედ შირანი  ნეიტრალურ მუსიკალურ სივრცეებში დომინირებდა, თუმცა კენდრიკ ლამარის სუპერ-ვარსკვლავობა რიცხობრივად გაცილებით მასშტაბური იყო. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურმა მუსიკალურმა არხმა MTV-მ, ფერადკანიანი არტისტების ვიდეოკლიპების ჩვენება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მაიკლ ჯექსონმა 1983 წლის მარტში მუსიკალური ვიდეო Billie Jean გამოაქვეყნა. მუსიკის ჟურნალისტი დენ ჩარნასი წიგნში The Big Payback აღნიშნავს, რომ 1984 წელს არხმა სულ ათზე ნაკლები რეპ-ვიდეო ჩართო პროგრამაში.

ბილბორდის პროექტის „წლის უდიდესი პოპ ვარსკვლავების” სრული სიის სანახავად, რომელიც 1981-2023 წლებს მოიცავს, ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მანანა მენაბდემ და გორის ქალთა გუნდმა მსმენელს დები იშხნელების მუსიკალური საღამო წარუდგინეს

შემდეგი სტატია

„მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ – პრემიერა სოხუმის თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი