TKT.GE & TBC: „ყველა ბილეთი გაყიდულია თეატრებში, კონსერვატორიასა და ოპერაში”

„ჩვენი გუნდი დააიდენტიფიცირებს 1 იანვრამდე დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა და ჩარიცხავს დარბაზის სრულ ღირებულებას მსახიობების და მუსიკოსების მხარდასაჭერად,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
tkt.ge IG

TKT.GE და  თიბისი კულტურის სფეროს მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. ინიციატივის ფარგლებში გამოვლინდება 1-ელ იანვრამდე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა,  რის შემდეგაც მუსიკოსებისა და მსახიობების მხარდასაჭერად ამ დაწესებულებებს  თანხა გადაეცემათ. 

„TKT.GE & TBC – თიბისი-ს სახელით ყველა ბილეთი გაყიდულია!  

TKT & TBC ერთიანდებიან დაზარალებული სფეროების მხარდასაჭერად. ჩვენი გუნდი დააიდენტიფიცირებს 1 იანვრამდე დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა და ჩარიცხავს დარბაზის სრულ ღირებულებას მსახიობების და მუსიკოსების მხარდასაჭერად 

ყველა ბილეთი გაყიდულია: თეატრებში, ოპერასა და კონსერვატორიაში. 

კეთილი სურვილებით TKT.GE-ს  გუნდი” – ვკითხულობთ TKT.GE-ის განცხადებაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფარელ უილიამსი იუნესკოს კეთილი ნების ელჩად დასახელდა

შემდეგი სტატია

ალიშა კისი Dr. Dre-ს სახელობის Global Impact Award-ს მიიღებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

შოუში – Hot Ones პენელოპე კრუსმა Bad Bunny-სთან ერთად სცენაზე ასვლასა და U2-ს სოლისტისგან დაბადების დღეზე მიღებულ უჩვეულო საჩუქარზე ისაუბრა

„უკვე ხუთჯერ ვიყავი მის კონცერტზე. მაგრამ პირველად, პუერტო-რიკოში, ბენიტო მოვიდა ჩემთან და მთხოვა, სცენაზე გავყოლოდი სიმღერის წარსადგენად,” – გაიხსენა მსახიობმა.
მეტი

ლიამ გალაგერი მექსიკა-ინგლისის თამაშის წინასწარ პროგნოზს აკეთებს

„კვირას ვნახავთ, რა მოხდება, მეგობარო,” - პასუხობს ბრიტანელ მუსიკოსს მექსიკელი როკერი და Maná-ს სოლისტი ფერ ოლვერა.
მეტი

Madonna ახალი ალბომით, Confessions II-ით ბრუნდება

2005 წლის ალბომის, Confessions on a Dance Floor-ის გაგრძელება - Confessions II, რომელიც მოიცავს კოლაბორაციებს საბრინა კარპენტერთან, Feid-თან, პოპლეგენდის ქალიშვილ ლოლა ლეონთან და სხვა არტისტებთან
მეტი