„სად” – ადამიანი∞სამყარო ახალ ალბომს აქვეყნებს

„ალბომი ეძღვნება თვითგამორკვევის მცდელობებს და საქართველოს ევროპულ მომავალს.”
დაჩი ხასაია

ადამიანი∞სამყარო (დაჩი ხასაია) მსმენელს ახალ, რიგით მეხუთე ალბომს უზიარებს. პროექტი, სახელწოდებით „სად”, ორი წლის განმავლობაში იქმნებოდა და როგორც ავტორი სოციალურ ქსელში წერს, ის „ეძღვნება თვითგამორკვევის მცდელობებს და საქართველოს ევროპულ მომავალს.”  ალბომი ყველა სტრიმინგ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

დაჩი ხასაია:

„უკვე დიდი ხანია, ევროკავშირში ვცხოვრობ, წელს ბელგიის მოქალაქეც გავხდი, შესაბამისად, მხარს ვუჭერ და ვიცი, თუ როგორ წაადგება ეს კავშირი ჩვენს ქვეყანას და პირიქით, ჩვენი სილამაზე და ნიჭი – ევროკავშირს. ეს ალბომიც ჩვენი თვითგამორკვევის მცდელობებსა და იმ მოქმედებას ეძღვნება, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. 

2 წლის განმავლობაში, როცა ამ ალბომს ვქმნიდი, ჩემში დომინირებდა კითხვა, თუ სად ვართ ჩვენ და ეს ემოცია ამ პროექტშიც აისახა. ალბომი შეიძლება ჩაითვალოს ჩემი სივრცისა და ადგილის ფუნდამენტური ბუნების კვლევად, რომელზე პასუხებიც გარკვეული დოზით ვიპოვე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გადაჭრით ვთქვა, თუ სად ვართ… კითხვა და სიტყვა „სად” ჩვენი ცნობიერების გამოცდილების ადგილია, ის სიმბოლურ ხასიათს ატარებს, სადაც ადგილმდებარეობა ვერ ფიქსირდება. ჩემი ალბომიც დაჟინებით მოითხოვს ამ კითხვაზე პასუხს, თუმცა, ამ შემართების მიუხედავად, მას ვერ პოულობს. უფრო დიდ განზომილებაში კი ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც ასეა. ისიც ისევე ეძებს პასუხს ამ კითხვაზე, როგორც ჩვენ… ასე რომ, ვფიქრობ, ახალი ალბომისთვის სახელი მართლაც ზუსტად შევარჩიე, რადგან მეც და ჩემს სამშობლოსაც ახლა ერთი და იგივე გამოწვევა გვიდგას. ამ კითხვის მიახლოებითი პასუხი კი ჩემთვის მოქმედებაა. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო ქვეყნის გვერდში დგომისთვის, რადგან დღეს ქვეყნის მომავლისთვის მორიგი გადამწყვეტი მომენტია, როცა ყველა კეთილდღეობას ირჩევს. კეთილდღეობა კი მხოლოდ ჩვენს ევროპულ სახლშია. 

ალბომის მუსიკალურ მხარეს რაც შეეხება, ის, ტრადიციულად, ჩემს საყვარელ Lo-Fi ჟანრშია გადაწყვეტილი, სადაც გაერთიანებულია რამდენიმე მუსიკალური სტილის სიმღერა. სიახლეა ის, რომ პირველად გავრეპე, რაც მსმენელისთვის სიურპრიზი იქნება.”

მოუსმინეთ ადამიანი∞სამყაროს ახალ ალბომს „სად”:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Wham! - Last Christmas Courtesy Photo

Wham!-ის წევრ ენდრიუ რიჯლის თქმით, ცნობილი სიმღერის, Last Christmas-ის მრავალი ქავერი მისი გენიალურობის დასტურია

შემდეგი სტატია

ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში ჯანსუღ კახიძის „ალილო” შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

GEORGIAN ON MY MIND – გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე თბილისში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

პროგრამის კონცეფცია დასავლური კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორული ტრადიციების სინთეზს ეფუძნება.
მეტი

U2 მეხიკოს მთავარ მოედანზე უფასო კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს

ჯგუფსა და მეხიკოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს შორის გამართული შეხვედრისას, ბონომ გამოთქვა სურვილი, რომ U2-ს შემდეგი ტურნე სწორედ ქვეყნის დედაქალაქში დაიწყოს.
მეტი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ

19 ივლისის მატჩი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ტაიმებს შორის მუსიკალური შოუ გაიმართება.
მეტი

ანანო სიხარულიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო –  Sweetraw წარადგინა

კლიპის ვიზუალური ესთეტიკა ტრეკის შინაარსობრივ ხაზს მიჰყვება. პერსონაჟები სხვადასხვა ტიპაჟებს განასახიერებენ, თუმცა რეალურად ისინი ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ.
მეტი