ბრუნო მარსმა ახალი სინგლის თიზერი გამოაქვეყნა

ბრუნო მარსისა და Big Sexyy-ის კოლაბორაცია გზაშია
ბრუნო მარსი ჯონ ვ. ესპარზა
ბრუნო მარსი- ფოტო: ჯონ ვ. ესპარზა

ლედი გაგასთან ერთად შექმნილი სიმღერა Die With a Smile-ის შემდეგ, რომელიც კვლავ ბილბორდის საუკეთესო 100-ში პირველ ადგილზე რჩება, ბრუნო მარსი ახალ სინგლს უშვებს.

ბრუნო მარსი Sexyy Red-თან ახალ კოლაბორაციულ ნამუშევარს სულ მალე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ გრემის გამარჯვებულმა სუპერვარსკვლავმა 22 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა და სიმღერის ფრაგმენტი გააზიარა.

„ის ვიპოვე,“ – ასე დაასათაურა პოსტი ბრუნო მარსმა, სადაც Sexyy Red-თან ერთად პოზირებს.

ჯერ უცნობია, როდის გამოვა სინგლი, თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ეს 24 იანვარს მოხდება. მისი სავარაუდო სახელწოდება Fat, Juicy & Wet იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბრუნო მარსის და ლედი გაგას დუეტი Die With a Smile ზედიზედ მესამე კვირაა, რაც ბილბორდ საუკეთესო 100-ში  ლიდერობს. 

„მადლობა ყველას! ახლა მივდივარ სტუდიაში, რათა მხიარული და ენერგიული, საცეკვაო სიმღერა შევქმნა. ვინმე დამეხმარეთ და Sexyy Red-თან დამაკავშირეთ.” – წერდა ბრუნო მარსი ინსტაგრამზე. 

 ტრეკი, სავარაუდოდ, ბრუნო მარსის წლის პირველი სინგლი იქნება. ამასთანავე, ეს მისი და Sexyy Red-ის პირველი თანამშრომლობაა.

ნახეთ თიზერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტი ქალის ტანსაცმლის ხაზს აანონსებს

შემდეგი სტატია

ენჯელ და აარონ კარტერები

აარონ და ნიკ კარტერების ოჯახის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი