ტომოთი შალამე Saturday Night Live- შოუში ბობ დილანის ამპლუაში გამოჩნდა

ფილმის A Complete Unknown ვარსკვლავმა, 25 იანვარს წამყვანის და მუსიკალური სტუმრის როლი მოირგო
Saturday Night Live-ის მუსიკალური სტუმარი ტიმოთი შალამე, 2025 წლის 25 იანვარი. უილ ჰით/ NBC Getty Images
Saturday Night Live-ის მუსიკალური სტუმარი ტიმოთი შალამე, 2025 წლის 25 იანვარი.
უილ ჰით/ NBC Getty Images

ტიმოთი შალამე ახალ ფილმში A Complete Unknown ლეგენდარული მუსიკოსის, ბობ დილანის პერსონაჟს განასახიერებს. 25 იანვარს მსახიობი Studio 8H-ში Saturday Night Live შოუში გამოჩნდა, სადაც ორმაგი როლი მოირგო: როგორც წამყვანი და როგორც მუსიკალური სტუმარი. ტიმოთე შალამემ შოუს მუსიკალურ ეპიზოდში ბობ დილანის სამი სიმღერა შეასრულა.

მსახიობი შოუს ყოფილმა წამყვანმა, ადამ სენდლერმა წარადგინა. შალამემ საღამო ბობ დილანის სიმღერით Outlaw Blues გახსნა, მომდევნო სიმღერა კი Three Angels გახლდათ, სადაც შოუში მოულოდნელი სტუმარი ჯეიმს ბლეიკი გამოჩნდა, რომელიც კლავიშზე უკრავდა. 

მუსიკალური ეპიზოდის მესამე ნაწილში ტიმოთე შალამე აკუსტიკური გიტარით დაბრუნდა და სიმღერა Tomorrow Is a Long Time შეასრულა.  

ტიმოთე შალამემ აღნიშნა, რომ ბობ დილანის შემოქმედებიდან,  ეს სამი სიმღერა მისი ფავორიტია.

ჯეიმს მანგოლდის ფილმმა A Complete Unknown, სადაც ტიმოთე შალამე ბობ დილანის როლს ასრულებს, უკვე მოიპოვა ოსკარის რვა ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

მიუხედავად იმისა, რომ Saturday Night Live-შოუში ტიმოთე შალამე აქამდე უკვე ორჯერ იმყოფებოდა, მუსიკოსის ამპლუაში იგი პირველად წარდგა.

ნახეთ ტიმოთე შალამეს ბობ დილანის სიმღერების შესრულება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პოლ მაკარტნის თქმით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საავტორო უფლებების კანონი არტისტებს დააზიანებს

შემდეგი სტატია

MAYHEM – ლედი გაგამ ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი