FKA Twigs-ის ალბომი Eusexua საცეკვაო ალბომების ჩარტის ლიდერია

FKA Twigs
Jordan Hemingway

ეს მომღერლის მეოთხე ალბომია, რომელიც ჩარტის პირველ ადგილს იკავებს.

კარიერაში მეოთხედ, FKA Twigs „ბილბორდის” საცეკვაო ალბომების ჩარტის ლიდერია. ამჯერად პირველი ადგილი წილად Eusexua-ს ხვდა, რომელიც 24 იანვარს გამოვიდა. მუსიკოსი მანამდე ჩარტში სამჯერ ლიდერობდა: 2014 წელს ალბომით LP1, 2019 წელს ალბომით Magdalene და 2022 წელს ალბომით Caprisongs.

საცეკვაო ალბომების ჩარტში ლიდერობის მაჩვენებლით FKA Twigs გაუთანაბრდა ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან Aphex Twin, ლინდსი სტირლინგი, მია, მარშმელო და Pet Shop Boys და გახდა მეხუთე მუსიკოსი, რომელსაც ჩარტის არსებობის 24-წლიან ისტორიაში ყველაზე მეტი ლიდერი ალბომი აქვს, ლედი გაგას (7 ალბომი), ლუი დევიტოს (7 ალბომი), Daft Punk-ისა (6 ალბომი) და Chainsmokers-ის (6 ალბომი) შემდეგ. 

FKA Twigs-მა საცეკვაო ალბომების ჩარტში Charli XCX-ის Brat-ის დომინაცია დაასრულა, რომელიც 33 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა ლიდერობას. ამასთანავე, Eusexua 24-ე ადგილზე გავიდა Billboard 200-შიც, რაც აღნიშნულ ჩარტში მუსიკოსის ამ დრომდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ბევრი კაბელი“ x ანუკა ყიფშიძე - I Am In The Good List

მუსიკალური პროექტი „ბევრი კაბელი”  და ახალი კოლაბორაცია არტისტ ანუკა ყიფშიძესთან

შემდეგი სტატია

კანიე უესტის თქმით, ის ერთადერთია, ვისაც რეპის სამყაროში კენდრიკ ლამარის დამარცხება შეუძლია

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
მეტი