კანიე უესტის თქმით, ის ერთადერთია, ვისაც რეპის სამყაროში კენდრიკ ლამარის დამარცხება შეუძლია

უესტმა ამის შესახებ ჯასტინ ლაბოისთან, The Download-ის ინტერვიუს ახალ ეპიზოდში ისაუბრა.
THE DOWNLOAD: JUSTIN LABOY + YE

Ye, იგივე კანიე უესტი რეპერებს ურჩევს,  კენდრიკ ლამართან დაპირისპირებაზე ხელი აიღონ. უესტმა ამაზე ჯასტინ ლაბოისთან ერთად, The Download-ის ინტერვიუში ისაუბრა. ეპიზოდი, რომლის მიწვეული სტუმარი Ye იყო,  4 თებერვალს გამოქვეყნდა. საუბრისას კანიე უესტმა ლამარისადმი პატივისცემა გამოხატა, თუმცა, იმავდროულად, თავდაჯერებულმა აღნიშნა, რომ რეპის რინგზე მის დამარცხებას შეძლებს, რადგან თავად „გენიოსია.”  

„თუ კენდრიკ ლამარს რეპში დაუპირისპირდები, წააგებ. Street Fighter-ში ჩუნ-ლის რომ აირჩევ, აქვს ერთი კონკრეტული დარტყმა, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებ, რაც არ უნდა სცადო,” – თქვა უესტმა. „ეს რთული დავალებაა, მაგრამ ალბათ… მე ფსიქოპათი გენიოსი ვარ და ეს სრულიად შესაძლებელია.“  

მიუხედავად იმისა, რომ Ye-ს სჯერა, კენდრიკმა დრეიკი დაამარცხა, უესტი ვარაუდობს, რომ 6 God-ის შემსრულებელი არტისტის დაბრუნება 2025 წელს არ უნდა გამოირიცხოს.  

„ესე იგი, კენდრიკმა დრეიკი გაანადგურა – ის მკვდარია,“ – აღნიშნა The Download-ის ინტერვიუერმა ჯასტინ ლაბოიმ. Ye დაეთანხმა, თუმცა ფიქრობს, რომ ეს საბოლოო მოცემულობა არ არის და დრეიკი NBA-ის ვარსკვლავ სტეფ კარის შეადარა. „კი, ამ ეტაპზე. მაგრამ სტეფ კარის ვერასდროს ჩამოწერ. ამ კაცმა, შეიძლება, ერთ სიმღერაში 200 ქულა აიღოს,” – უპასუხა კანიე უესტმა.

Ye-მ მის ე.წ. „მეტოქე-მეგობარ“ დრეიკს მოუწონა ის, რომ „ალგორითმში რაღაც შეცვალა და [თავისი მუსიკა] ახალ სიხშირეზე გადაგვირთო.“  

კანიე უესტი გასულ წელსაც ჩაერთო დრეიკისა და კენდრიკის დაპირისპირებაში, როცა Like That-ის რემიქსში დრეიკს შეეხო. 

იხილეთ კანიე უესტის სრული ინტერვიუ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

FKA Twigs-ის ალბომი Eusexua საცეკვაო ალბომების ჩარტის ლიდერია

შემდეგი სტატია

ROSÉ და ბრუნო მარსი ფოტო: ჯონ ესპარზა

ბრუნო მარსისა და ROSÉ-ს მუსიკალურმა კლიპმა APT. YouTube-ზე მილიარდობით  ნახვა დააგროვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი