„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

ნაწარმოების იდეა და სახელწოდება თემურიკო დიასამიძის ფრანგი დიდი ბებიის პირადი საუბრის ჩანაწერს უკავშირდება.

თემურიკო დიასამიძე ახალ კომპოზიციას აქვეყნებს, სახელწოდებით ტრანსკავკასია”, რომელიც მისი და ბექა გოჩიაშვილის ერთობლივი ნამუშევარია. როგორც ავტორმა Billboard საქართველოსთან საუბარში აღნიშნა, ნაწარმოების თავდაპირველი ვერსია რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, შთაგონების წყაროდ კი ფრანგ დიდ ბებიასთან მისი პირადი საუბრის ჩანაწერი იქცა. 

თემურიკო დიასამიძე:

„ტრეკის დასაწყისში ქალის ხმა რომ ისმის, ეს არის ჩემი ფრანგი დიდი ბებია მადლენი, რომელიც სწორედ ტრანსკავკასიაზე ლაპარაკობს. ეს ჩემი და მისი პირადი საუბარია, რომელიც უბრალოდ ჩავიწერე. შემდეგ კი სწორედ ეს ჩანაწერი იქცა იდეად და გახდა მთავარი ფუძე, რომელზეც არის აგებული კომპოზიცია. სახელწოდება „ტრანსკავკასიაც” აქედან მოდის. თან, ქართული თემატიკით იწყება – ფანდურისა და ჭიანურის ხმებით. რადგან კავკასიასა და ქართულ კულტურაზე ვლაპარაკობთ, ქართული ფოლკლორის ელემენტებიც შევიტანე და ასეთი გამოვიდა – სხვადასხვა ჟანრის მიქსია და მგონი, საინტერესოა.

რეალურად, კომპოზიცია რამდენიმე წლის წინ გავაკეთე, ოღონდ ის სხვანაირი ვერსია იყო. შემდეგ კი უკვე ბექას მოვასმენინე და გადავწყვიტეთ, ერთად გვემუშავა მასზე და შეგვეცვალა. თემატიკა იგივე დარჩა, თუმცა ბექას ინსტრუმენტალის შემოსვლით სულ სხვა ფორმა მიიღო, ბევრად უკეთესი, და საბოლოოდ მივიდა იქამდე, სადამდეც უნდა მისულიყო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მიზოგინიური და ანტისემიტური პოსტების შემდეგ, კანიე უესტმა X-ის ანგარიში წაშალა

შემდეგი სტატია

Green Day კალიფორნიის ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე. კალიფორნია. 2025 წლის 30 იანვარი

Green Day კინოინდუსტრიაში ახალი კომედიური პროექტით პირველ ნაბიჯებს დგამს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი