ფარელ უილიამსის ბიოგრაფიული მიუზიკლი სახელწოდებით Golden პოსტ-პროდუქციის ეტაპზე გაუქმდა

კინოკომპანია Universal-მა პროექტზე 20 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

როგორც აღმოჩნდა, ფარელ უილიამსს კიდევ ერთი ბიოგრაფიული ფილმი ჰქონდა დაგეგმილი. გასული წლის ე.წ. ლეგო-ფილმის – Piece by Piece-ის შემდეგ, ფარელმა Universal-თან ერთად დაიწყო მუშაობა ბიოგრაფიულ მიუზიკლზე, სახელწოდებით Golden.  

თავდაპირველად, ფილმის პროექტი Atlantis-ის სახელით იყო ცნობილი და მას Eternal Sunshine of the Spotless Mind-ის რეჟისორი მიშელ გონდრი იღებდა. უილიამსმა და გონდრიმ ფილმი პოსტ-პროდუქციის ეტაპზე გააუქმეს, რადგან საბოლოო შედეგმა მათი მოლოდინები ვერ გაამართლა.  

„როდესაც მონტაჟის ოთახში შევიკრიბეთ, გადავწყვიტეთ, რომ ეს ფილმი ვერ გადმოსცემდა ისტორიის იმ ვერსიას, რომელსაც თავდაპირველად მოვიაზრებდით,“ – განაცხადეს უილიამსმა და გონდრიმ Variety-სთან ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც გამოცემა

Billboard-საც გადაეგზავნა. „ვაფასებთ ნიჭიერი მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის შრომას. ვწუხვართ, რომ ამ ფილმს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა Universal-ში ჩვენ შესანიშნავი პარტნიორები გვყავს და მალე სხვა ფორმატში ისევ ვითანამშრომლებთ.“  

ფარელმა გასულ ნოემბერს, ჟურნალ Empire-თან ლეგო-ფილმისა და მხატვრული მიუზიკლის განსხვავებაზე ისაუბრა. „Piece by Piece ჩემი ცხოვრების შესახებ არის, მაშინ როდესაც Golden იმ უბანზე გვიყვება, სადაც გავიზარდე. ეს სრულიად განსხვავებული პროექტია. ეს არის მუსიკალური მოგზაურობა, რომელიც 1977 წლის ზაფხულში, ვირჯინია ბიჩზე ვითარდება და იმ ეპოქის მუსიკალური სულით არის გაჟღენთილი. როგორც Dirty Dancing-სა და Grease-ში არის მუსიკა ერთგვარი პერსონაჟი, ასეა ამ ფილმშიც. ეს თვითგამორკვევის და ოცნებებისკენ სვლის ისტორიაა, მაგრამ ბევრად უფრო ჯადოსნური. ეს შავკანიანთა კულტურის, შავკანიანთა ცხოვრების და რაც მთავარია, მათი სიხარულის ზეიმია,” – აღნიშნა ფარელ უილიამსმა.

Variety-ის ინფორმაციით, Golden-ის გამოსვლა 5 მაისს იყო დაგეგმილი. ამ დროისათვის, კინოკომპანია Universal-ის მიერ პროექტზე დახარჯული თანხა 20 მილიონ დოლარს აღწევს.  

რაც შეეხება ფარელის მუსიკალურ კარიერას, ის ძველ მეგობართან და შემოქმედებით პარტნიორთან, Clipse-თან გაერთიანდა. მათი ხმაურიანად დაანონსებული ალბომი – Let God Sort Em Out, გეგმის მიხედვით, წელს უნდა გამოვიდეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Green Day კალიფორნიის ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე. კალიფორნია. 2025 წლის 30 იანვარი

Green Day კინოინდუსტრიაში ახალი კომედიური პროექტით პირველ ნაბიჯებს დგამს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

ნაწარმოების იდეა და სახელწოდება თემურიკო დიასამიძის ფრანგი დიდი ბებიის პირადი საუბრის ჩანაწერს უკავშირდება.
მეტი

მიზოგინიური და ანტისემიტური პოსტების შემდეგ, კანიე უესტმა X-ის ანგარიში წაშალა

უესტი რამდენიმე დღის განმავლობაში ანტისემიტურ, მიზოგინიურ და ჰომოფობიურ პოსტებს აქვეყნებდა. მან ასევე ღიად გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ჰიტლერისადმი. YE-მ პორნოგრაფიული ფილმებიდან ცენზურის გარეშე ამოჭრილი ფრაგმენტებიც გააზიარა.
მეტი

კრიტიკოსები: კენდრიკ ლამარის გამოსვლა Super Bowl-ის ისტორიაში „ყველაზე ჰიპ-ჰოპ შოუ იყო”

შოუს ფინალურ ნაწილში დადგა ის მომენტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდა – კენდრიკ ლამარმა Not Like Us შეასრულა.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

2025 წლის Super Bowl-ის მიმდინარეობისას კანიე უესტმა Yeezy-ის უცნაური სარეკლამო რგოლი წარადგინა

ამ ვიდეოს პრემიერას წინ უძღოდა Ye-ს არაერთი ანტისემიტური, ჰომოფობიური და ე.წ. სიძულვილის ენით გაჯერებული განცხადება, რომელიც არტისტმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
მეტი