Harper’s BAZAAR-ის ახალ ნომერში რიანა მის მომავალ ალბომსა და A$AP Rocky-სთან ერთად შვილების აღზრდაზე საუბრობს

„ეს [ალბომი] არც კომერციული იქნება და არც რადიოში ადვილად მოსასმენად გათვლილი. ის დაიკავებს ადგილს, რომელსაც ჩემი შემოქმედებითი განვითარება იმსახურებს. მგონია, რომ საბოლოოდ ვიპოვე პასუხი!”
რიანა Savage X Fenty-ის ღონისძიებაზე ლოს-ანჯელესში. 2024 წლის 10 ოქტომბერი.
Kevin Mazur/Getty Images

რიანა ოჯახურ ცხოვრებასა და მუსიკალური კარიერის შემდეგ ეტაპზე საუბრობს. Harper’s BAZAAR-ის  2025 წლის მარტის ნომერში, რომელიც 22 თებერვალს გამოქვეყნდა, 37 წლის მომღერალი თავისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს შეეხო. რიანამ ისაუბრა ალბომზე სახელწოდებით R9, რომელსაც მსმენელი დიდი ხანია, ელის. ასევე განიხილა პარტნიორ A$AP Rocky-სთან თანაცხოვრება და მასთან ერთად შვილების აღზრდა. ვარსკვლავმა თავისი ბიზნეს იმპერიის გაფართოების გეგმებზეც ისაუბრა.  

ინტერვიუში რიანამ განიხილა თავისი ახალი მუსიკის კრეატიული მიმართულება და უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მისი მომავალი ალბომი რეგის ჟანრის იქნება. „ნამდვილად არა! ახლა მუსიკას ჟანრი აღარ აქვს,“ – განმარტავს რიანა. „ყოველ ჯერზე ვამბობდი: არა, ეს არ არის ჩემი. არასწორია. ეს არ შეესაბამება ჩემს განვითარებას. არ შეესაბამება ჩემს ევოლუციას. ამას ვერ გავაკეთებ. ერთწლიანი ტურის განმავლობაში ამას ვერ შევასრულებ. გარკვეული დროის შემდეგ გავაანალიზე და მივხვდი, რომ ამდენი წლის დუმილს საფუძველი უნდა ჩაეყარა ღირებული მომდევნო ეტაპისთვის. ის ფასეულო უნდა იყოს. უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. უნდა ვაჩვენო ხალხს, რომ ლოდინი ღირდა. ვერ გამოვუშვებ საშუალო დონის ნამუშევარს. თუ რვა წელი ელოდებოდი, შეგიძლია, კიდევ ცოტაც მოიცადო.“  

რიანას თქმით, სტუდიაში მუშაობისას, ის შვილებისგან შორს იქნება და ეს დრო უნდა მიუძღვნას იმას, რაც რვა წელი უყურადღებოდ დატოვა. „ეს [ალბომი] არც კომერციული იქნება და არც რადიოში ადვილად მოსასმენად გათვლილი. ის დაიკავებს ადგილს, რომელსაც ჩემი შემოქმედებითი განვითარება იმსახურებს. მგონია, რომ საბოლოოდ ვიპოვე პასუხი!”

რიანას 2016 წლის Anti-ს შემდეგ ალბომი აღარ გამოუშვია. Anti ალბომი Billboard 200-ის სათავეში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ მან მხოლოდ რამდენიმე რემიქსი გამოაქვეყნა და Black Panther: Wakanda Forever-ის საუნდტრეკზე იმუშავა, სადაც მისი სიმღერები Born Again და Lift Me Up შევიდა. უკანასკნელმა კომპოზიციამ გრემის ნომინაცია მოიპოვა. სიმღერამ ასევე მიიღო ოსკარის ნომინაციაც საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში.  

„Anti-ს თავიდან ბოლომდე ვუსმენ, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე,“ – ამბობს რიანა. „ადრე ყოველთვის რაღაც სირცხვილს ვგრძნობდი. რეალურად, არ მიყვარს ჩემი მუსიკის მოსმენა, მაგრამ Anti-ს ვუსმენ. როცა ვუსმენ, მგონია, თითქოს მე არ ვარ ის, ვინც მღერის. ეს არის ერთადერთი ალბომი, რომელსაც ისე ვუსმენ, თითქოს ეს მე არ ვიყო… იცი, როგორია, როცა შენი ხმა ავტო-მოპასუხეში გესმის და ფიქრობ, რომ საშინელებაა?!”  

რიანამ ასევე ისაუბრა დედობის გამოცდილებაზე და A$AP Rocky-სთან  ერთად თავისი ორი შვილის – RZA-სა და Riot-ის აღზრდაზე. აღსანიშნავია, რომ A$AP Rocky ცოტა ხნის წინ ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს.  

„ჩემი ყველა გადაწყვეტილება მათზეა ორიენტირებული, მაგრამ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და რაც მიყვარს, მათგან მაშორებს,“ – ამბობს რიანა. „ამიტომ უცნაური აგრესია მიჩნდება იმ საქმეების მიმართ, რომლებიც მიყვარს. თითქოს ამ საქმეების გამო ყოველთვის რაღაც ზარალდება. და როცა იქ ხარ, მაინც 100%-ით ვერ ხარ ჩართული, რადგან ფიქრებით სხვაგანაც ხარ. ამან ძალიან დიდი შინაგანი დანაშაულის განცდა გამიჩინა.“  

მან ასევე ისაუბრა A$AP Rocky-ს მამობრივი როლის შესახებ: „მისი გულწრფელობა, მისი ხიბლი… მაგიჟებს ის ფაქტი, რომ ხანდახან ჩემი შვილები მისით უფრო ცოცხლობენ, ვიდრე ჩემით,“ – ამბობს რიანა. „და მეც ვეუბნები: იცით, ვინ გაგზარდათ? იცით, ვინ მოგავლინათ ამ ქვეყნად? ისინი მაინც მასთან გარბიან. მაგრამ როცა ამას ვხედავ, ეს საუკეთესო შეგრძნებაა.“  

ინტერვიუში რიანამ ხაზი გაუსვა თავისი ბიზნეს იმპერიის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს Fenty Beauty-ს და Savage X Fenty-ს.

„ვზრუნავ ამაზე, რადგან ჩემი სახელი აწერია. არ მინდა, ჩემი სახელი ასოცირდებოდეს ისეთ რამესთან, რასაც მთლიანად არ ვიზიარებ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტიმოთი შალამე, სელენა გომესი და სხვები – ნახეთ 2025 SAG Awards-ის გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

რობერტა ფლეკი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი