A$AP Rocky დაანონსებული ალბომის შესახებ: „უბრალოდ მისი გამოცემა მინდა”

უდანაშაულოდ ცნობის შემდეგ, ჰარლემელი რეპერი საქმეს აქტიურად უბრუნდება.
ASAP Rocky მილანის მოდის კვირეულზე
Jacopo Raule/GC Images

მას შემდეგ, რაც A$AP Rocky უდანაშაულოდ ცნეს ყოფილი მეგობრის, A$AP Relli-სათვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის საქმეში, არტისტი საბოლოოდ შეძლებს, კონცენტრირდეს თავის მეოთხე სოლო ალბომზე Don’t Be Dumb.  

GQ-სთან ინტერვიუში, სადაც რეპერმა ძირითადად Ray-Ban-ის კრეატიული დირექტორის როლზე ისაუბრა, ალბომსა და საკუთარ ცხოვრებაზე განახლებული ინფორმაციაც გააზიარა. Rocky ამბობს, რომ ის უკვე ფინალურ ეტაპზეა. „ამჟამად მიქსინგისა და მასტერინგის პროცესში ვარ. თუმცა გულწრფელად მგონია, რომ ხალხს ალბომის შესახებ ახალი ამბები უკვე მობეზრდა. მათ უბრალოდ უნდათ, რომ მოუსმინონ. ხომ ხვდებით, რას ვგულისხმობ? არავის აინტერესებს, სად ვარ ამ პროცესში, რამდენად წინ წავიდა საქმე და ასე შემდეგ. მათ უბრალოდ უნდათ, რომ რამე ახალი მოისმინონ, რათა ნახონ, სად ვარ შემოქმედებითად. გპირდებით, რომ ის მზად მაქვს. საკუთარ თავს ახალ გამოწვევებს ვუმზადებ. რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის განსხვავებული ტაქტიკით და ხედვით ვუდგები მას,”– განაცხადა არტისტმა. 

გამოცემა ასევე დაინტერესდა, როგორ გრძნობს თავს A$AP Rocky სასამართლო პროცესის შემდეგ. რეპერი ამბობს, რომ მადლიერია თავისუფლებისთვის. „ბედნიერი ვარ. წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ აქ ვარ,  – მილანში, Ray-Ban-ის კრეატიული დირექტორობის ღონისძიებაზე. როდესაც იცი, რომ არსებობს შანსი, თავისუფლება წაგართვან და სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ მილანში, იტალიაში, შენი ახალი შემოქმედებითი მიმართულების პრეზენტაცია გაქვს – ეს უბრალოდ წარმოუდგენელია,” – განაცხადა A$AP Rocky-მ.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, Rocky-მ და Ray-Ban-მა ოფიციალურად გააფორმეს თანამშრომლობა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის – რეპერი დენზელ ვაშინგტონთან ერთად ითამაშებს სპაიკ ლის ფილმში Highest to Lowest. ეს პროექტი არის რიმეიქი 1963 წლის კლასიკური იაპონური ფილმისა High and Low, რომლის რეჟისორიც ლეგენდარული აკირა კუროსავა იყო.  

როდესაც A$AP Rocky უდანაშაულოდ ცნეს, სპაიკ ლიმ Instagram-ზე ფილმიდან ერთ-ერთი კადრი გამოაქვეყნა და მოსამართლესა და ნაფიც მსაჯულებს მადლობა გადაუხადა. ცოტა ხნის წინ კი, რეჟისორმა კიდევ ერთი ფოტო გაავრცელა გადასაღები მოედნიდან, სადაც თავად, დენზელი და A$AP Rocky ერთად არიან აღბეჭდილნი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მარკ ცუკერბერგმა ცოლის დაბადების დღეზე ბენსონ ბუნის კოსტიუმით მუსიკალური ნომერი შეასრულა

შემდეგი სტატია

A$AP Rocky სათვალეების ბრენდ Ray-Ban-ის პირველი კრეატიული დირექტორი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი