Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
Imagine Dragons Eric Ray Davidson
Imagine Dragons
Eric Ray Davidson

გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ამბიციური კოსმოსური სტარტაპი Lonestar Data Holdings რაკეტის გაშვებას გეგმავდა. წარმატებული დაშვების შემთხვევაში, მათი ერთ-ერთი პირველი მისია დედამიწაზე სიმღერის ტრანსლაცია იქნებოდა, ამ მიზნით ბენდ Imagine Dragons-ის თემატური სიმღერა Children of the Sky შეირჩა.

„ჩვენი მიზანია, მომავალი თაობის ბავშვები კოსმოსითა და ტექნოლოგიებით დავაინტერესოთ. სწორედ ამიტომ, სიმღერა Children of the Sky შევარჩიეთ. ეს იქნება ამ პროექტით ისტორიაში პირველი სიმღერა, რომელიც მთვარეზე გაიგზავნება.” – განაცხადა Lonestar-ის ინვესტორმა, რაიან მიკელეტიმ.

აღსანიშნავია, რომ მთვარეზე მუსიკის გაგზავნის იდეა ახალი არ არის. შარშან, მთვარეზე წარმატებით დაეშვა Odysseus-ის კოსმოსური ხომალდი, რომელმაც  ციფრულ ფორმატში შენახული ისეთი მუსიკალური ლეგენდების ჩანაწერები წაიღო, როგორებიც არიან ელვის პრესლი, მარვინ გრეი, სანტანა, ჯიმი ჰენდრიქსი, ჩაკ ბერი, Sly & the Family Stone, ბობ მარლი, ჯენის ჯოპლინი, The Who და სხვები.

მიუხედავად ამისა, მთვარიდან დედამიწაზე მუსიკის პირდაპირი ტრანსლაცია აქამდე არასოდეს განხორციელებულა,  სწორედ ამით იყო Imagine Dragons-ის  ეს პროექტი უნიკალური. 

Athena-ს კოსმოსური აპარატი 26 თებერვალს გაეშვა, მთვარეზე მისი დაშვება კი 6 მარტს იყო დაგეგმილი. როდესაც დაშვების შესახებ თავდაპირველი ცნობები  გავრცელდა, კომპოზიტორმა ინონ ზურმა (რომელმაც Imagine Dragons-თან ერთად  სიმღერა Children of the sky დაწერა) სოციალურ ქსელებში მადლიერება გამოხატა.

„წარმატებული დაშვება. ჩვენ მთვარეზე ვართ! ჩვენმა მეგობრებმა Lonestar-ში,  Children of the Sky-ის ჩანაწერი და ტექსტი მათ მონაცემთა ცენტრს გადასცეს. სიმღერა სამუდამოდ დარჩება მთვარეზე!“

როგორც 7 მარტს გახდა ცნობილი, Athena-ს ხომალდმა მთვარეზე დაშვება მოახერხა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხომალდი დაგეგმილ ადგილს 250 მეტრით ასცდა და გადატრიალდა.

Intuitive Machines-მა დაადასტურა, რომ ბოლო მისია ვერ შედგა. „მისია დასრულებულია. გუნდები შეგროვებული მონაცემების შეფასებას განაგრძობენ.” – განაცხადეს კომპანიაში.

მიუხედავად დიდი ამბიციისა, წარუმატებელი დაშვების გამო Imagine Dragons ისტორიაში ვერ შევიდა, როგორც პირველი სიმღერის გამშვები მთვარეზე, საიდანაც ჩანაწერის დედამიწაზე  ტრანსლირება უნდა მომხდარიყო.  ამავდროულად, Intuitive Machines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ალტემუსმა განაცხადა, რომ შესაძლოა, 2026 წლისთვის დაგეგმილი მთვარის მესამე მისიაც  გადაიდოს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მუსიკალური წარმოდგენა ჰამბურგში, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

შემდეგი სტატია

Lady Gaga შაბათის ღამის შოუში, 2025 წლის 8 მარტი Courtesy Photo

Lady Gaga-მ  „შაბათის ღამის შოუში“ სიმღერები Abracadabra და Killah შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images

კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
მეტი

2Pac-ის  მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუეინ დეივისი პირველ სატელევიზიო ინტერვიუში თავის უდანაშაულობას ამტკიცებს

„არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. თვითონაც იციან, რომ არ აქვთ,” – განუცხადა დეივისმა ABC News-ს.
მეტი