ტინა ნოულზის თქმით  “Beyoncé-მ გადაწყვიტა, კინოში მოღვაწეობა აღარ გაეგრძელებინა“

მომღერალი ათწლეულზე მეტია, გახმოვანების გარდა, კინოეკრანებზე აღარ გამოჩენილა.

Beyoncé-ს აქამდე არაერთ ფილმში მიუღია მონაწილეობა, თუმცა, დედის, ტინა ნოულზის თქმით, 35-გზის გრემის მფლობელმა მომღერალმა კინოკარიერა დიდი ხანია, უკან მოიტოვა.

ტინა ნოულზის თქმით  “Beyoncé-მ „გადაწყვიტა, კინოში მოღვაწეობა აღარ გაეგრძელებინა.“

ამერიკელმა ბიზნესვუმენმა და მოდის დიზაინერმა ტინა ნოულზმა, რომელიც  Beyoncé-სა და Solange-ის დედაა, 7 მარტს ინსტაგრამზე გაამხილა, რომ Beyoncé-ს დიდ ეკრანზე დაბრუნების არავითარი გეგმა არ აქვს. ტინამ სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, სადაც Beyoncé 2008 წლის ფილმ Cadillac Records-ში ეტა ჯეიმსის როლს ასრულებს და სიმღერა I’d Rather Go Blind-ს მღერის.

„ეს ფილმი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია და მწყინს, რომ ჩემმა შვილმა კინოკარიერა დაასრულა. იგი შეუდარებელია ამ ფილმში და ამასთანავე, აღებული ჰონორარი უანგაროდ გადაურიცხა ორგანიზაციას Phoenix House”- წერს ტინა ნოულზი.

Phoenix House არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს რეაბილიტაციის პროგრამას სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციით, Beyoncé-მ  Cadillac Records-დან მიღებული 4 მილიონი დოლარის ჰონორარი სწორედ ამ ფონდს შესწირა.

რეჟისორ დარნელ მარტინის მიერ გადაღებული მუსიკალური ბიოგრაფია ერთ-ერთი იმ რამდენიმე ფილმთაგანია, რომლებშიც  Beyoncé მონაწილეობდა, თუმცა დიდ ეკრანზე პოპვარსკვლავი დიდი ხანია აღარ გამოჩენილა.  Beyoncé-ს სამსახიობო დებიუტი 2001 წლის სატელევიზიო ფილმში Carmen: A Hip Hopera-ში შედგა, იგი ასევე მონაწილეობდა ფილმებში: Austin Powers in Goldmember (2002), The Fighting Temptations (2003), The Pink Panther (2006), Dreamgirls (2006) და Obsessed (2009).

Beyoncé ანიმაციურ პერსონაჟებსაც ახმოვანებს: 2013 წელს ანიმაციურ ფილმში Epic  დედოფალი ტარას როლი გაახმოვანა, 2019 წელს კი The Lion King-სა და 2024 წელს Mufasa: The Lion King-ში პერსონაჟ ნალას ახმოვანებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ Beyoncé-ს გულშემატკივრებს კვლავ სურთ მისი კინოში ხილვა, იგი ამჟამად ბევრი სხვა პროექტით არის დაკავებული. ამ ეტაპზე მომღერალი Cowboy Carter ტურნესთვის ემზადება,  რომელიც  Billboard 200-ის ლიდერ ალბომს ეძღვნება. ამ ალბომმა 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ალბომისა და საუკეთესო ქანთრი ალბომის ტიტული მიიღო. გასულ წელს, Beyoncé-მ  ახალი თმის მოვლის ბრენდი Cécred დააარსა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

შემდეგი სტატია

ტომ იორკი და მარკ პრიჩარდი ახალ ალბომს აანონსებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

შონ „დიდი“ კომბსი - 2023 წლის 21 სექტემბერი Jemal Countess/Getty Images

Diddy ნიუ-ჯერსის ციხიდან პენსილვანიის დაწესებულებაში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციიით, მუსიკალური ინდუსტრიის გავლენიანი ფიგურა ციხეში კონფლიქტებში მონაწილეობდა და მკაცრი პატიმრობის ნაცვლად, „პრივილეგირებული“ პირობებით სარგებლობდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი