Ne-Yo-მ ბოლო დროს ყურადღება არა თავისი მუსიკით, არამედ პირადი ცხოვრებით მიიპყრო. როგორც ჩანს, R&B ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა. მან თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მეტსახელიც კი შეურჩია.
„რადგან ყველას ასე აინტერესებს, მგონი, დროა ჩემი შეყვარებულები ოფიციალურად გაგაცნოთ. გთხოვთ, გაიცანით ჩემი პირამიდა: კრისტინა, იგივე PB (Pretty Baby), არიელი, იგივე TF (Twin Flame), მონეი, იგივე PF (Phoenix Feather), და ბრი (Sexy Lil’ Somethin),” – დაწერა არტისტმა პოსტში.
Ne-Yo-მ Big Boy’s Neighborhood-ის პოდკასტში სტუმრობისას ისიც განმარტა, როგორ ზრუნავს ოთხ პარტნიორზე ერთდროულად. „გრაფიკს მე ვადგენ, რადგან ყველაზე მეტად მე ვარ დაკავებული,” – აღნიშნა მან. „ყოველთვის რაღაც საქმე მაქვს. მაგალითად, როცა ტურნეზე ვარ, ერთ-ერთი ჩემთან რჩება შვიდი დღე, შემდეგ მიდის და მოდის მეორე, შემდეგ მესამე და ბოლოს ერთადაც ვატარებთ დროს. ეს მშვენიერი რამ არის.“
არტისტის თქმით, მის პარტნიორებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ, ასე რომ, ერთად დროის გატარებაც სიამოვნებთ. „თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ისინი ოთხი დამოუკიდებელი ქალია და ყველა მათგანს თავისი ინდივიდუალური დრო სჭირდება.“
Big Boy-ის კითხვაზე, რამდენად რთული იყო პარტნიორებისთვის ტყუილის თქმა, Ne-Yo-მ აღიარა, რომ ნანობს, წარსულში უფრო გულწრფელი რომ არ იყო. „გაცილებით რთული იყო. ზუსტად ამიტომ ვბრაზობ, ამდენი დრო და ფული ტყუილად დავკარგე.“
ამჟამად არტისტი Mary J. Blige-ის For My Fans Tour-ში მონაწილეობს, სადაც მასთან ერთად Mario-ც გამოდის.
იხილეთ Ne-Yo-ს სრული ინტერვიუ: