ქართული როკ ბენდების Will Kolak, Skazz, Vodka Vtraiom და Kairmorkhen – განსაკუთრებული საღამო ELEKTROWERK-ში

შაბათს, 15 მარტს კი შესაძლებლობა გეძლევათ, როკ მუსიკის დაუვიწყარ კონცერტს დაესწროთ ELEKTROWERK-ში.

15 მარტს, ELEKTROWERK-ის სცენაზე როკ მუსიკის უნიკალური საღამო გაიმართება, სადაც მსმენელს შესაძლებლობა ექნება, ქართული როკ სცენის გამორჩეულ ბენდებს მოუსმინოს. ღონისძიებაზე Will Kolak, Skazz, Vodka Vtraiom და Kairmorkhen დაუკრავენ, თითოეული მათგანი კი განსხვავებული მუსიკალური სტილითა და ენერგიით გაამდიდრებს ატმოსფეროს.

ეს კონცერტი იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა როგორც ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებისთვის, ისე მათთვის, ვისაც სურს, ქართული როკის სხვადასხვა ჟანრის ვარიაციები აღმოაჩინოს. ELEKTROWERK-ის სცენა უკვე მრავალი წელია, საინტერესო და ინოვაციურ მუსიკალურ პროექტებს მასპინძლობს, ხოლო 15 მარტს მსმენელს ელოდება საღამო, რომელიც დატვირთული იქნება ენერგიით, ემოციებით და დაუვიწყარი მუსიკალური შესრულებებით.

აღსანიშნავია, რომ აპრილში Will Kolak-ისა და Skazz-ის ერთობლივი პატარა ტური იგეგმება გერმანიაში, სადაც 11 აპრილს ლაიფციგში, ხოლო 12 აპრილს ბერლინში წარდგებიან მსმენელის წინაშე. 

ცოტა ხნის წინ  Will Kolak-მა ახალი სიმღერა სახელწოდებით thats the problem! გამოსცა, რომელიც ლიდ ვოკალის თორნიკე ცორიკაშვილის თქმით, გაუცხოებას ეხება.

„Რაც შეეხება სიმღერას, ის არის გაუცხოებაზე, ერთ დღესაც იღვიძებ, თითქოსდა იქ, სადაც ყოველთვის იღვიძებ, მაგრამ არავინ და არაფერი გეცნობა, ყველა ეჭვის თვალით გიყურებს და შენც ეჭვის თვალით იწყებ ყურებას. ვიდეო სპონტანურია როგორც ყოველთვის, ეს ტრეკი რიგით მესამე სინგლი იქნება ჩვენი მეორე ალბომიდან, რომელსაც შემოდგომაზე გამოვცემთ.” – ამბობს will Kolak-ის ვოკალისტი თორნიკე ცორიკაშვილი ბილბორდთან საუბარში.

მოისმინეთ will kolak-ის ახალი სიმღერა thats the problem!


შაბათს, 15 მარტს კი შესაძლებლობა გეძლევათ, როკ მუსიკის დაუვიწყარ კონცერტს დაესწროთ ELEKTROWERK-ში, ბილეთების შეძენა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Hitch-ის რეჟისორის თქმით, უილ სმითთან მუშაობა „ნამდვილი ბრძოლა იყო”

შემდეგი სტატია

A$AP Rocky ალბომის გამოსვლის თარიღზე კითხვას თავს არიდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი