Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
Radiohead კოაჩელას ფესტივალზე 2012 წელს
Kevin Winter/GI

თუ ისტორიულ ტრენდს დავუჯერებთ, Radiohead-ის ახალი ჩანაწერი შესაძლოა გზაში იყოს.

ბრიტანეთის კომპანიების რეესტრის ინფორმაციით, 10 მარტს ჯგუფის ხუთმა წევრმა ახალი შპს დააფუძნა, სახელწოდებით RHEUK25. შპს ლეგალური ბიზნესგაერთიანებაა, რომელიც ბენდს არსებობასა და შეთანხმებების დამოუკიდებლად, ლეიბლების ტიპური ჩარჩოს მიღმა წარმართვაში დაეხმარება.

თუმცა მაშინ, როცა თავად შპს-ს ჩამოყალიბება შესაძლოა არაფერ ღირებულს არ ნიშნავდეს, ისტორიამ გვიჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც Radiohead ან მისი წევრები ახალ გაერთიანებას აფუძნებენ, მას ყოველთვის მოსდევს ახალი ჩანაწერი ან ტურნე. 

2007 წელს, როცა ჯგუფმა შპს Xurbia Xendless დააფუძნა, მას In Rainbows-ს გამოცემა მოჰყვა. ახალი გაერთიანებების დაარსება წინ უძღოდა ასევე The King Of Limbs-ისა და A Moon Shaped Pool-ის გამოშვებას.

ყველაზე ახლო გაერთიანება, რომელიც ჯგუფის ხუთივე წევრმა შექმნა, შპს Spin With a Grin იყო, რომელსაც 2021 წელს Kid A and Amnesiac-ის ხელახალი გამოცემა მოჰყვა, სახელწოდებით Kid A Mnesia. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ RHEUK25-ის დაარსება ემთხვევა Radiohead-ის მეორე ალბომის, The Bends-ის გამოცემიდან 30 წლის იუბილეს. ამ ეტაპზე უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ახალი შპს ახალი მუსიკის ან ძველის ხელახლა გამოცემასთან. 

Radiohead-ის ბოლო სტუდიური ალბომი 2016 წელს გამოცემული A Moon Shaped Pool იყო, რომელიც იმ დროს Billboard 200-ის მესამე ადგილზე გავიდა. მას შემდეგ ბენდის წევრები მუსიკალურ საქმიანობას განაგრძობდნენ: ტომ იორკი და გიტარისტი ჯონი გრინვუდი ტომ სკინერთან თანამშრომლობდნენ The Smile-ში. 11 მარტს კი იორკმა მარკ პრიჩარდთან ერთად ახალი ალბომიც დააანონსა – Tall Tales, რომელიც 9 მაისს გამოვა.

გასულ წელს, ავსტრალიურ ტურნემდე იორკმა რადიოეთერში ჯგუფის მომავალთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ასე უპასუხა: „არ ვიცი და არც მაინტერესებს. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მადლობა ზრუნვისთვის, თუმცა, ვფიქრობ, მოვიპოვეთ იმის უფლება, რომ ვაკეთოთ ის, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ყოველგვარი ახსნისა და პასუხების გაცემის გარეშე სხვის ისტორიულ იდეაზე, თუ რას უნდა ვაკეთებდეთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA-ს ალბომი SOS „ბილბორდის” ჩარტში მაიკლ ჯექსონის Thriller-ს გაუთანაბრდა

შემდეგი სტატია

Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი