2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.

მომღერალი მარიამ შენგელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში სხვადასხვა კონკურსებიდან მოექცა. მუსიკალური ნიჭი მას ადრეულ ასაკში აღმოაჩნდა და ბავშვობიდანვე ჰქონდა სცენაზე გამოსვლის გამოცდილება. პირველი კონკურსი, სადაც იგი ფილარმონიის დიდ სცენაზე წარდგა, X ფაქტორი იყო. შემდეგ მუსიკალურ მეგა პროექტ საქართველოს ვარსკვლავში მიიღო მონაწილეობა, ორივე პროექტში მარიამი ფინალისტი მონაწილე იყო. მარიამ შენგელია მღეროდა ბენდში  „მიქსტურა“, მისი კარიერა  მრავალფეროვანი მუსიკალური პროექტებით გამოირჩევა.  

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ კონკურსის მასპინძლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2024 წლის ევროვიზიის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა სიმღერით The Code.  ევროვიზია 2025-ის სლოგანია United By Music – „მუსიკით გაერთიანებული”. ევროვიზია 2025 წელს 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. 

საქართველოს დებიუტი ევროვიზიაზე 2007 წელს შედგა. კონკურსის პირველი წარმომადგენელი სოფო ხალვაში იყო სიმღერით Visionary Dream. გასულ წელს კი საქართველოს სახელით ევროვიზიაზე  ნუცა ბუზალაძე წარადგა, მან 34 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Oasis-ის 2025 წლის საკონცერტო ტურის დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი Peaky Blinders-ის შემქმნელი სტივენ ნაითი იქნება

შემდეგი სტატია

Empire Of The Sun-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი