50 Cent კანიე უესტს პასუხობს

უესტის პოსტებს სოციალურ ქსელ X-ზე ასევე გამოეხმაურა Cardi B.
The 50 Cent: In Da Club
Courtesy Photo

მიუხედავად იმისა, რომ უესტი არაერთ კოლეგას დაუპირისპირდა, მათ შორის დრეიკს, Playboi Carti-სა და კენდრიკ ლამარს, 50 Cent-ის მიმართ სიმპათია გამოხატა: „50 Cent ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანია,“ – დაწერა Ye-მ X-ზე. „ის იქნება ერთ-ერთი მათგანი, ვინც შავკანიანთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას აღადგენს.“  თუმცა, 50 Cent, როგორც ჩანს, თავს იკავებს უესტთან ასოცირებისგან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Ye არაერთხელ გააკრიტიკეს სიძულვილის ენის გამო. „Ye, ამ მომენტში ძალიან საშიში ხარ,“ – ასე უპასუხა 50 Cent-მა უესტს ინსტაგრამზე. 2024 წელს Billboard-თან ინტერვიუში 50 Cent-მა აღნიშნა, რომ სირთულეების გადალახვით Ye-მ  რეპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი კარიერა შეიქმნა.  

„ვერავინ დამისახელებთ, ვისაც თავს კანიეზე მეტ რამ გადახდენია, ან უფრო მეტი მიზეზი ჰქონია ფსკერზე დასაშვებად. წარმატება მოვიდა, მაგრამ დედა გარდაეცვალა. მისი დაკარგვის შემდეგ, Ye-ს ნამდვილად ჰქონდა მიზეზი, რომ რეალობასთან კავშირი გაეწყვიტა, მაგრამ სწორი ნაბიჯი გადადგა – საქმეს დაუბრუნდა.“ – აღნიშნა წარსულში 50 Cent-მა. 

მიუხედავად იმისა, რომ 50 Cent და კანიე ჰიპ-ჰოპის ორი განსხვავებული მიმართულების წარმომადგენლები არიან, ისინი პოპ-კულტურაში უკვე ორ ათწლეულზე მეტია, წამყვან ფიგურებად რჩებიან. 2007 წელს ისინი MTV-ის Video Music Awards-ზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და Rolling Stone-ის გარეკანზეც ერთად გამოჩნდნენ.  

შეჯიბრების შედეგად, უესტის ალბომმა Graduation გადაუსწრო 50 Cent-ის Curtis-ს, რამაც უესტი მუსიკალურ სუპერვარსკვლავთა რიგებში კიდევ უფრო დააწინაურა. „ჩვენ შევქმენით ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ყველაზე დიდი გაყიდვების კვირა, რადგან ეს შეჯიბრება გვქონდა,“ – გაიხსენა 50 Cent-მა Billboard-თან საუბრისას. „ფანებიც ამ კონკურენციით იყვნენ შეპყრობილები და ორივე ალბომს ყიდულობდნენ. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ უნდა დავპირისპირებოდით ერთმანეთს, რეალურად, არასდროს გვქონია სერიოზული კონფლიქტი.“  

Ye-მ თავის ერთ-ერთ პოსტში ქალ რეპერებზეც გამოთქვა მოსაზრება და აღნიშნა, რომ Megan Thee Stallion-მა Cardi B ჩაანაცვლა. „სად იქნება Cardi B 10 წლის შემდეგ? ის უბრალოდ გამოიყენეს,“ – დაწერა მან.  

Cardi B-მ ამ პოსტს სოციალურ ქსელ X-ზე ირიბად უპასუხა და თავისი კარიერის სიმყარეზე გაამახვილა ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ალბომი გამოუშვა. „7 წელი, 1 ალბომი… ისევ განხილვადი ვარ და ისევ მეკითხებიან ჩემს მუსიკაზე,“ – დაწერა მან. 

19 მარტს უესტმა თავისი ახალი ალბომი Bully  და მასზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოუშვა, სადაც მთავარ როლს მისი შვილი, სეინტი ასრულებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Playboi Carti კანიე უესტს გაჩუმებისაკენ მოუწოდებს

შემდეგი სტატია

Tbilisi Open Air 2025

Tbilisi Open Air 2025  – სპეციალური გამოშვებით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი