ტინა ნოულსს Billboard Women in Music-ის ცერემონიაზე წლის დედის ჯილდო გადაეცემა

ღონისძიება 29 მარტს ლოს-ანჯელესში, YouTube Theater-ში გაიმართება.
ტინა ნოულსი
Courtesy Photo

Beyoncé-ს და სოლანჟ  ნოულსის დედა, ამავდროულად წარმატებული ბიზნესვუმენი ტინა ნოულსი წელს Billboard Women in Music-ის ღონისძიებაზე განსაკუთრებულ აღიარებას მიიღებს. ის გახდება პირველი ქალი, რომელსაც „წლის დედის” ჯილდო გადაეცემა. ღონისძიება 29 მარტს ლოს-ანჯელესში, YouTube Theater-ში გაიმართება.  

ნოულსი ამავდროულად ემზადება თავისი მემუარების გამოსაცემად. წიგნი, სახელწოდებით Matriarch 22 აპრილს გამოვა. მემუარების მხარდასაჭერად, ავტორი გაზაფხულზე  ტურნეს დაიწყებს. ტურნე 30 აპრილს ვაშინგტონში დაიწყება. საღამოს სპეციალური სტუმარი და მოდერატორი  აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა იქნება. პრეზენტაციების სერია 4 ივნისს ლონდონში დასრულდება.  

2025 წლის Billboard Women in Music-ის ცერემონიას ამერიკელი მსახიობი გაუძღვება. ღონისძიებაზე სხვადასხვა კატეგორიაში  ჯილდოებს გადასცემენ  მუსიკალური ინდუსტრიის გამორჩეულ ქალ შემსრულებლებს, პროდიუსერებსა და მენეჯერებს. 

„წლის ქალის” ჯილდოს Doechii მიიღებს, რომელიც ორი წლის წინ, 2023 წელს, „აღმავალი ვარსკვლავის” ჯილდოს მფლობელი გახდა. დაჯილდოებულთა შორის ასევე იქნებიან:  aespa (წლის ჯგუფი), ანხელა აგილარი (წლის აღმოჩენა) ერიკა ბადუ (კუმირის ჯილდო), GloRilla (Powerhouse Award) გრეისი აბრამსი  (წლის სიმღერების ავტორი), ჯენი (გლობალური გავლენა), მეგან მორონი (Rulebreaker Award), მეგან ტრეინორი (ჰიტმეიქერის ჯილდო), მუნი ლონგი (ამომავალი ვარსკვლავი), ტაილა (გავლენიანი არტისტი).

Billboard Women in Music 2025 დაჯილდოების ცერემონია VIZIO WatchFree+*-ზე 29 მარტს პირდაპირ ეთერში, ასევე VIZIO TVs-სა და VIZIO-ს მობილური აპლიკაციით გადაიცემა.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია Ticketmaster-ზე, დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს – Billboardwomeninmusic.com-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნილ იანგი უკრაინის უფასო კონცერტს აუქმებს

შემდეგი სტატია

2-6 აპრილს საქართველო საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ SITFY-ს უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი