2-6 აპრილს საქართველო საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ SITFY-ს უმასპინძლებს

ფესტივალის ფარგლებში თბილისს 15 ქვეყნის თეატრალური დასი ეწვევა.

2-6 აპრილს საქართველო საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ SITFY-ს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც თბილისს 15 ქვეყნის თეატრალური დასი ეწვევა. ფესტივალს საკონკურსო ხასიათი აქვს. მონაწილე ქვეყნები წარმოადგენენ ორკაციან სპექტაკლებს (დუოდრამა), რომელთაც საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. 

„SITFY საქართველო – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (აბრეშუმის გზა)”  2 აპრილს თუმანიშვილის თეატრში გაიხსნება. ფესტივალის დახურვა კი 6 აპრილს სოხუმის თეატრში შედგება, სადაც კონკურსის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან. 

ფესტივალის მონაწილე ქვეყნებს შორის არიან: საუდის არაბეთი, რუმინეთი, კატარი, ომანი, თურქეთი, იაპონია, უნგრეთი, საქართველო და სხვები. თითოეული დასი ერთსაათიან სპექტაკლს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ერთხელ შესრულდება. 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისთვის (SITFY) და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი (ITI Georgia).

„SITFY” საქართველო თბილისის მერიის, ეგვიპტის კულტურის მინისტრისა და სამხრეთ სინაის გუბერნატორის პატრონაჟით, ასევე ეგვიპტის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტინა ნოულსს Billboard Women in Music-ის ცერემონიაზე წლის დედის ჯილდო გადაეცემა

შემდეგი სტატია

Nini Iris – ის სიმღერა Release me 25 აპრილს გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი