Tyler, The Creator-ის თქმით, ტურნეს ფარგლებში, Chromakopia-ს გარდა, არც ერთი სხვა ალბომის სიმღერას არ შეასრულებს

ტურნეს შემდეგი კონცერტი 26 მარტს შარლოტში გაიმართება.
Tyler, The Creator
Luis Perez

მაშინ, როცა Tyler, The Creator-ის ახალი ალბომის, Chromakopia-ს მსოფლიო ტურნე სწორედ რეპერის 2024 წლის ჩანაწერს ეძღვნება, ერთ-ერთმა ფანმა მკაფიოდ დააფიქსირა – როგორც ონლაინ, ასევე პირადად –  რომ სურს, კონცერტზე ერთი სიმღერა მაინც მოისმინოს ტაილერის სხვა ალბომიდან.  

22 მარტს ორლანდოში გამართულ შოუზე აღნიშნულმა ფანმა დარბაზში ალბომ Cherry Bomb-ში შემავალი სიმღერის, Deathcamp-ის ღიღინი დაიწყო. შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა: „შაბათს კონცერტზე Cherry Bomb-ის ღიღინი დავიწყე და დღესაც იმავეს ვაპირებ. ლაივში მსურს  Deathcamp-ის მოსმენა.”

პოსტს კი მაიამის შოუმდე თავად ტაილერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსმენელის მოთხოვნების გამო ყველა კონცერტის პროგრამის შეცვლას არ აპირებს. „იმღერეთ, რაც გინდათ (იმედი მაქვს, ამას არ იზამთ, რადგან შოუს დროს ძალიან შემაწუხებელია), მე მას მაინც არ შევასრულებ. თქვენი ღიღინი ჯადოსნურად არ მომანდომებს მის დაკვრას.”

ამ საკითხზე ფანების აზრი ორად გაიყო. ნაწილს მაინც სურს სიმღერის მოსმენა, დანარჩენი კი ტაილერს მხარდაჭერას უცხადებს. „თუ არ სურს Deathcamp-ის დაკვრა, ნუ ეცდებით, დააძალოთ, ეს არც ისე რთულია,” – დაწერა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა. „უბრალოდ დაამატე პროგრამაში. არ გვაინტერესებს, შენ გინდა თუ არა, ის ხომ გულშემატკივრების სიამოვნებისთვის დაწერე? ხალხი ფულს იხდის შენს შოუებზე მოსასვლელად და რატომ არ ამატებ სიმღერას, რომლის მოსმენაც მათ სურთ? ყველაფერი, რაც გაქვს, იმის დამსახურებაა, რომ ფანები თავიანთი შრომით მოპოვებულ ფულს იმაში ხარჯავენ, რომ პარიკებში გნახონ,” – ვკითხულობთ სხვა კომენტარში.

Deathcamp მთავარი სინგლია ტაილერის 2015 წლის ალბომში Cherry Bomb. Chromakopia-ს მსოფლიო ტურნეს შემდეგი კონცერტი 26 მარტს შარლოტში გაიმართება. 

ნახეთ Tyler, The Creator-ის პოსტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსი - ფოტო: გლენ ლუჩფორდი

მაილი საირუსმა ახალი ალბომი Something Beautiful დააანონსა

შემდეგი სტატია

მუსიკალური ბენდის, „ჩვენება“-ს წევრები: ელი, არჩილ მამასახლისი, ლუკა ჯლანტიაშვილი. ფოტო: დიმიტრი ჯლანტიაშვილი

ქართულმა ინდი-როკ ბენდმა „ჩვენება“ სადებიუტო ალბომი Counter Clockwise წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი