ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.

გამოცემების დიდი ყურადღება მიიქცია ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის ხელმეორედ ერთად ყოფნამ. წყვილი პირველად ერთმანეთს 2002 წელს შეხვდა, ისინი დაინიშნნენ, თუმცა  2004 წელს მათი ურთიერთობა დასრულდა. 2021 წელს ისინი კვლავ ერთად  გამოჩნდნენ, მომდევნო წელს კი იქორწინეს.

2024 წლის თებერვალში, ჯენიფერ ლოპესის ფილმის This Is Me Now: A Love Story გამოსვლიდან რამდენიმე თვეში მომღერალმა და მსახიობმა სასამართლოში განქორწინების განაცხადი შეიტანა. ფილმი, რომელიც წყვილმა თანაავტორობით შექმნა, მათი სიყვარულის ისტორიას ეფუძნებოდა. ამავე დროს, გამოვიდა დოკუმენტური ფილმი The Greatest Love Story Never Told, რომელიც კულისებს მიღმა დეტალებს აღწერდა. ერთ-ერთ სცენაში კი ირკვევა, რომ ბენ აფლეკს ჯენიფერ ლოპესის სასიყვარულო წერილები მაშინაც კი ჰქონდა შენახული, როცა ჯენიფერ გარნერზე იყო დაქორწინებული.

GQ-ს ახალ სტატიაში, სადაც ბენ აფლეკი სამომავლო გეგმებზე ყვება, მსახიობმა და რეჟისორმა პირველად ისაუბრა ჯენიფერ ლოპესთან განშორების შესახებ. მისი თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, თავისი ყოფილი ცოლისადმი ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული.

„მკითხეთ ჯენზე და დოკუმენტურ ფილმზე და მე ამაზე ვილაპარაკე, ჩემთვის ამაზე საუბარი პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ჩემი ნამდვილი გრძნობები, მიზნები და შეხედულებები სწორად გადაიცემა, რისი იმედიც მაქვს. გულწრფელად, ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. შეიძლება საინტერესო იყოს იმ განსხვავებული შეხედულებების განხილვა, რაც ჩვენ გვაქვს საჯარო და პირადი ცხოვრების შესახებ, მაგრამ ნამდვილად მინდა, რომ რასაც გამოიყენებთ, არ იყოს სპეკულაცია, არ მოხდეს ისე, თითქოს მე რაიმე ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს მასთან დაკავშირებით.“ 

„ეს არც სკანდალია, არც სერიალი, არც ინტრიგა. სიმართლე ისაა, რომ როდესაც ვინმე გეკითხება: “რა მოხდა?” არ არსებობს ერთი კონკრეტული პასუხი, ეს უბრალოდ ადამიანების ისტორიაა, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი ცხოვრება და ურთიერთობები  დაალაგონ, როგორც ჩვეულებრივ, ყველა ვცდილობთ.

რაც ასაკი მატულობს, ეს აღარ არის რაღაც დიდი მოვლენა. ეს უფრო წყვილების თერაპიას ემსგავსება.”

ბენ აფლეკს ასევე ჰკითხეს ფილმის The Greatest Love Story Never Told-ის შესახებ, რომელიც კრიტიკოსებმა მკაცრად შეაფასეს.

„ვიფიქრე, რომ კარგი, თუ ამაში მონაწილეობას ვაპირებ, მინდა, ეს იყოს გულწრფელი და საინტერესო, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს საინტერესო საკითხია. როგორც ადრე აღვნიშნე, ბევრი ადამიანია, ვინც პოპულარობას ჩემზე უკეთ და უფრო გონივრულად უმკლავდება, მათ შორის ჯენიფერიც. ჩემი ბუნება უფრო თავშეკავებული და პირადულზე ორიენტირებულია, ვიდრე მისი. როგორც ყველა ურთიერთობაშია, კონკრეტულ საკითხზე ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები ვერ გვექნება. ამიტომ ვიფიქრე, რომ ეს საინტერესო იქნებოდა. და ზუსტად ის, რაც თქვით, მართალია. მე მიყვარს და მხარს ვუჭერ ამ ადამიანს. მე მჯერა მისი. ის დიდებულია. მინდა, რომ ხალხმაც დაინახოს ეს.“ – აღნიშნა ბენ აფლეკმა.

მსახიობმა გაიხსენა, რომ დოკუმენტურ ფილმში მოხვდა მისი სიტყვები: „არ უნდა დაქორწინდე გემის კაპიტანზე და შემდეგ თქვა: მე წყალში შესვლა არ მომწონს.” –  ამით მან განმარტა, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში უნდა მიიღო ის, რაც თავიდანვე იცოდი.

ბენ აფლეკი მკითხველს არწმუნებს, რომ ფილმი არ იყო სერიოზული განხეთქილების მიზეზი. „ასე არ არის, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ  შეგიძლიათ თქვათ, ახლა გასაგებია, თუ რა პრობლემები ჰქონდა ამ წყვილს.’“

ბენ აფლეკი კინო ეკრანზე მალე დაბრუნდება, ის მთავარ როლს შეასრულებს The Accountant 2-ში, რომელიც კინოთეატრებში 25 აპრილს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლინდსი ბაკინგემი მიკ ფლიტვუდს სტუდიაში უერთდება

შემდეგი სტატია

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი