კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
კურტ კობეინი (1967–1994) ჯგუფ Nirvana-თან ერთად MTV Unplugged-ის გადაღებაზე. ნიუ-იორკი, 1993 წლის 18 ნოემბერი.
Frank Micelotta/Getty Images

კურტ კობეინის კუთვნილი ცნობილი ინსტრუმენტი ევროპაში პირველად გამოიფინება. ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის განაცხადებით, 2025 წლის 3 ივნისს გაიხსნება ექსპოზიცია, სახელწოდებით Kurt Cobain Unplugged, რომელიც 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება Nirvana-ს გარდაცვლილი ფრონტმენის Martin D-18E გიტარა, რომელიც სპეციალურად ცაციებისთვის იყო ადაპტირებული.  

„გაეცანით კურტ კობეინის სამყაროს და Nirvana-ს მემკვიდრეობას – ბენდს, რომელმაც მთელ თაობაზე მოახდინა გავლენა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 1993 წლის MTV Unplugged-ის საკულტო შესრულება, რომელიც Nirvana-ს ბოლო სატელევიზიო გამოსვლებიდან ერთ-ერთი იყო და კობეინის გარდაცვალებამდე მხოლოდ ხუთი თვით ადრე ჩაიწერა,“ – ვკითხულობთ გამოფენის აღწერაში. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ეს ინსტრუმენტი აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული გიტარა გახდა. ის ავსტრალიელმა ბიზნესმენმა, პიტერ ფრიდმანმა (Peter Freedman AM) შეიძინა და

მასში 6 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.  გამოფენაზე კობეინის გიტარა პირველად იქნება წარმოდგენილი კიდევ ერთ საკულტო ნივთთან ერთად – ცნობილ მოსაცმელთან, რომელიც მომღერალს MTV Unplugged-ის იმავე, 1993 წლის ნოემბრის კონცერტზე ეცვა.  

„როდესაც ეს გიტარა შევიძინე, ჩემი მიზანი იყო, რომ ის მსოფლიო საგამოფენო ტურით მეჩვენებინა,” – განაცხადა ფრიდმანმა პრესრელიზში. „მოხარული ვარ, რომ ეს იდეა პირველად ლონდონის სამეფო მუსიკალურ კოლეჯში ხორციელდება.”

ექსპოზიცია სტუმრებს განსაკუთრებულ აქტივობასაც სთავაზობს: დამსწრე ოჯახებს საშუალება ექნებათ, შექმნან გიტარები საკუთარი დიზაინით და შეასრულონ Nirvana-ს ყველაზე ცნობილი ჰიტები Guitar Hero 5-ზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

შემდეგი სტატია

ერიკა ბადუ ქალებს ხოტბას ასხამს და ამტკიცებს, თუ რატომ არის საკულტო პერსონა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი