TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში Lisa სერიალ The White Lotus-ის მსახიობებთან ერთად Doechii-ის Anxiety-ზე ცეკვავს

ვიდეო სერიალის დაძაბული მესამე სეზონის ფინალის შემდეგ გავრცელდა.
The White Lotus-ის შემოქმედებითი გუნდი სერიალის მსოფლიო პრემიერაზე Paramount Studios-ში. 2025 წლის 10 თებერვალი.
Jeff Kravitz/FilmMagic for HBO

6 აპრილს HBO-ს პოპულარული სერიალის, The White Lotus-ის მესამე სეზონის ფინალი შედგა. ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სერიალის მსახიობები, მათ შორის Lisa და ნატაშა როთველი დაძაბული სეზონის ფინალის შემდეგ Doechii-ის ჰიტზე, Anxiety-ზე ცეკვავენ.

ვიდეო ნატაშა როთველის TikTok-ზე გამოქვეყნდა. მსახიობი, რომელიც სერიალში ბელინდას როლს ასრულებს, აივანზე მარტო ცეკვავს, შემდეგ კადრში კი BLACKPINK-ის ვარსკვლავი Lisa და მსახიობები ტეიმ თაპთიმთონგი, უოლტონ გოგინსი, მიშელ მონეჰენი და ჯონათან გრაისი უერთდებიან. მსახიობები სხვადასხვა მოძრაობით ასრულებენ ცეკვის ტრენდს, რომელიც 90-იანი წლების სატელევიზიო სიტკომის, Fresh Prince of Bel-Air-ის შთაგონებით შეიქმნა და ბოლო კვირებში TikTok-ზე Anxiety-ს ჰიტთან ერთად გავრცელდა. 

The White Lotus-ის მესამე სეზონის ფინალი მაყურებლისთვის მოულოდნელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. Lisa-მ სერიალში ტაილანდური სასტუმროს თანამშრომლის როლი შეასრულა.  მომღერალმა Instagram-ის პოსტში თავისი სამსახიობო დებიუტი გაიხსენა. „როგორი თავგადასავალი იყო! დიდი პატივია, რომ ამ სერიალში ჩემი დებიუტი ასეთ არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად შედგა.“

რაც შეეხება ტრეკს, YouTube-ზე 2019 წელს ატვირთული Anxiety სტრიმინგ პლატფორმებზე ოფიციალურად მარტში გამოქვეყნდა. სიმღერამ ამავე თვის Billboard Hot 100-ის მე-10 პოზიცია დაიკავა და Doechii-სთვის  ჩარტის ტოპ ათეულში შესული პირველი ჰიტი გახდა.

სიმღერის პოპულარობას TikTok-ის ტრენდიც უწყობს ხელს, რომლის ქორეოგრაფიაც შთაგონებულია სერიალ Fresh Prince-ის პირველი ეპიზოდის სცენით, რომელშიც უილ სმიტი და ტატიანა ალი მონაწილეობენ. ცოტა ხნის წინ ორივე მსახიობმა ეს სცენა კიდევ ერთხელ გააცოცხლა და ტრენდში ჩაერთო, მარტში კი ვიდეო გადაიღეს, რომელშიც მოულოდნელად Doechii-ც გამოჩნდა. 

@natasharothwell It’s giving anxiety. It’s giving suspense. It’s giving @The White Lotus ♬ original sound – Natasha Rothwell
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Arcade Fire ფოტო: დენი კლინჩი

Arcade Fire-მა ახალი ალბომი Pink Elephant დააანონსა და  ალბომის წამყვანი სინგლი Year of the Snake გამოსცა

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი American Music Awards

2025 წლის American Music Awards-ის წამყვანი ჯენიფერ ლოპესი იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი