2025 წლის American Music Awards-ის წამყვანი ჯენიფერ ლოპესი იქნება

პოპ-ვარსკვლავს American Music Awards-ის ჯილდო სამჯერ აქვს მიღებული, შოუში კი 10-ზე მეტი გამოსვლა აქვს შესრულებული
ჯენიფერ ლოპესი American Music Awards
ჯენიფერ ლოპესი
American Music Awards

ჯენიფერ ლოპესი American Music Awards-ზე წამყვანისა და შემსრულებლის სტატუსით ბრუნდება. American Music Awards-ის დაჯილდოება ჯენიფერ ლოპესმა პირველად 2015 წელს წაიყვანა, როდესაც შოუ სიმღერით  Waiting for Tonight გაიხსნა. ღონისძიება 26 მაისს CBS-ისა და Paramount+-ის საშუალებით გადაიცემა.

„მოხარული ვართ, რომ ჯენიფერ ლოპესი  American Music Awards-ს კვლავ უმასპინძლებს, ჯენიფერი საოცრად ნიჭიერი და შეუდარებელი შემსრულებელია, შოუსთვის კი – იდეალური წამყვანი.  დარწმუნებულნი ვართ, რომ ზაფხულის ცერემონიას ის თავისი საოცარი ენერგიით გააცოცხლებს” –  ნათქვამია Dick Clark Productions-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეი პენსკის განცხადებაში.

ჯენიფერ ლოპესს სამჯერ აქვს მოგებული American Music Awards: 2003 წელს – საუკეთესო პოპ/როკ მომღერლის, ხოლო 2007 და 2011 წლებში საუკეთესო ლათინო-ამერიკელი არტისტის ნომინაციაში გაიმარჯვა. 2001 წლის თებერვალში ლოპესი პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელიც ერთდროულად ფლობდა N1  ალბომს Billboard 200-ზე (J.Lo) და N1 ფილმს – კინოგაქირავებაში (The Wedding Planner).

შოუ 1974 წლიდან 2022 წლამდე ABC-ზე გადიოდა, American Music Awards-ის წლევანდელი ღონისძიება კი  პირველად გავა  CBS-ზე. გარდა ამისა, ეს იქნება პირველი შოუ, რომელიც ამერიკის ეროვნულ დღესასწაულზე 26 მაისს, მემორიალის დღეს გაიმართება, მომავალში კი ყოველწლიური American Music Awards-ის ღონისძიება სწორედ ამ დღეს ჩატარდება, რათა აშშ-ის ჯარისკაცებსა და ვეტერანებს პატივი მიაგონ და ამავდროულად, წლის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ვარსკვლავები გამოავლინონ. შოუ 1974 წლიდან 2003 წლამდე ყოველწლიურად იანვარში ან თებერვალში იმართებოდა, ხოლო 2003 წლიდან 2022 წლამდე – ოქტომბერ-ნოემბერში.

American Music Award – ლეგენდარულმა პროდიუსერმა დიკ კლარკმა შექმნა, სადაც გამარჯვებული გულშემატკივრების ხმის მიცემით ვლინდება.  

2025 წლის AMAs გლობალურად გავა როგორც ტელეარხებზე, ასევე ციფრულ პლატფორმებზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში Lisa სერიალ The White Lotus-ის მსახიობებთან ერთად Doechii-ის Anxiety-ზე ცეკვავს

შემდეგი სტატია

Metallica - Allegiant Stadium-ში 2022 წლის 25 თებერვალი, ლას ვეგასი, ნევადა. გიტარისტი - კირკ ჰამმეტი, დრამერი - ლარს ულრიხი, ფრონტმენი - ჯეიმს ჰეტფილდი და ბასისტი - რობერტ ტრუჯილიო ფოტო: ეთან მილერი / Getty Images

Metallica-მ გულშემატკივრებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმის Metallica Saved My Life-ის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი
NAE NAE - Red Bull Dance Your Style საქართველოს გამარჯვებული ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

NAE NAE – Red Bull Dance Your Style საქართველოს ჩემპიონია, გამარჯვებული მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება

ენერგიული ბეთლები, Mamaflex-ის პერფორმანსი და მაყურებლის გადაწყვეტილება, ქართველი მოცეკვავე NAE NAE საქართველოს სახელით Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე წარდგება
მეტი