მუსიკალური რეკორდები, რომლებიც შესაძლოა კენდრიკ ლამარმა 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე დაამყაროს

არტისტი უკვე ფლობს 22 გრემის ჯილდოს.
კენდრიკ ლამარი 67-ე გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე. 2025 წლის 2 თებერვალი.
Michael Buckner

2025 წლის გრემი კენდრიკ ლამარისათვის წარმატებული იყო. მისმა ჰიტმა Not Like Us ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა. ლამარი შესაძლოა, მომავალ წელსაც გახდეს გრემის ტრიუმფატორი. მეექვსე სოლო ალბომით GNX, მას აქვს შანსი, რომ პირველი სოლო მამაკაცი რეპერი გახდეს, ვინც წლის ალბომის კატეგორიაში გაიმარჯვებს. ამ ნომინაციაში გამარჯვება ჯერჯერობით მხოლოდ ორ რეპერს აქვს მოპოვებული: 1999 წელს ლორინ ჰილს ალბომით The Miseducation of Lauryn Hill და 2003 წელს OutKast-ს  ალბომით Speakerboxxx/The Love Below.

თუ ლამარი წელს კიდევ სამ გრემის ჯილდოს მიიღებს, ის ჯეი-ზის დაეწევა, როგორც ყველაზე მეტი გრემის მფლობელი რეპერი (25 ჯილდო). ხოლო ოთხი გრემის შემთხვევაში, ახალ რეკორდს დაამყარებს (თუ, რა თქმა უნდა, ჯეი-ზი თავადაც არ აიღებს ახალ გრემის). ამჟამად გრემის მფლობელი რეპერების მოწინავე სარეიტინგო სია ასეთია: ჯეი-ზი – 25 გრემი,  Ye (ყოფილი კანიე უესტი) – 24 გრემი და ლამარი – 22 გრემი. 

თუ ლამარი წლის ჩანაწერის ან/და წლის სიმღერის კატეგორიაში გაიმარჯვებს სიმღერებით Luther ან Squabble Up – ეს ისტორიული მომენტი იქნება. ამ შემთხვევაში, ის გახდება მეოთხე არტისტი, ვინც ზედიზედ ორჯერ მოიგებს წლის ჩანაწერის ჯილდოს. ეს შედეგი უკვე დააფიქსირეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: რობერტა ფლაკი, U2 და ბილი აილიში. ასევე, ლამარი იქნება მეორე ლირიცისტი, ვინც ზედიზედ ორჯერ მოიგებს წლის სიმღერის ჯილდოს. 

თუ ლამარი წლის საუკეთესო რეპ შესრულების ჯილდოსაც აიღებს, ეს მისი მერვე გამარჯვება იქნება, რაც მის უპირატესობას კიდევ უფრო გაზრდის. ლამარს შანსი აქვს, ისტორია ჯერ კიდევ გრემის ცერემონიამდე შექმნას. თუ GNX წლის ალბომის კატეგორიაში დასახელდება ნომინანტად, ის გრემის ისტორიაში რამდენიმე რეკორდს დაამყარებს:

იქნება პირველი რეპერი, ვინც როგორც წამყვანი არტისტი, ხუთჯერ წარადგინეს წლის ალბომის კატეგორიაში. 

ლამარი ამ ნომინაციაში უკვე ოთხჯერ იყო ნომინირებული: good kid, m.A.A.d city (2014), To Pimp a Butterfly (2016), DAMN. (2018) და Mr. Morale & the Big Steppers (2023). თუ ის მეხუთედაც იქნება ნომინირებული, გადაასწრებს კანიე უესტს, რომელსაც ამ კატეგორიაში ოთხი ნომინაცია აქვს მიღებული. 

ლამარი ასევე იქნება პირველი შავკანიანი მამაკაცი არტისტი, ვინც როგორც წამყვანი არტისტი, ხუთჯერ იქნება წარდგენილი წლის ალბომის კატეგორიაში.   

თუ ლამარი მეხუთედაც იქნება ნომინირებული, ის გახდება მეორე შავკანიანი არტისტი, ვინც ამ კატეგორიაში ხუთჯერ იქნება წარდგენილი. პირველი შავკანიანი არტისტი, რომელმაც ეს რეკორდი დაამყარა, ბიონსე იყო. შესაბამისად, ლამარი გახდება პირველი შავკანიანი მამაკაცი არტისტი, ვინც ამ შედეგს დააფიქსირებს. 

წლის ალბომზე ნომინირების შემთხვევაში, ლამარი გახდება პირველი სოლო არტისტი, რომელიც ზედიზედ ხუთი სტუდიური ალბომით იქნება წარდგენილი ამ კატეგორიაში. 

წარსულში ზედიზედ ხუთჯერ წარდგენილი იყო დონალდ ფაგენი, მაგრამ მისი ნომინაციები მოიცავდა როგორც სოლო ალბომებს, ასევე კოლაბორაციებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დისიდენტ კომპოზიტორ მეჰდი რაჯაბიანს ირანის დატოვება არ შეუძლია, თუმცა მისი მუსიკა მთელ მსოფლიოში მოგზაურობს

შემდეგი სტატია

Post Malone 2024 წლის 27 აპრილი, ლოს ანჯელესი, ფოტო: ალან შაბენი

Post Malone-ის თქმით, მისი ახალი ალბომი გზაშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი