Doja Cat-მა ახალი ალბომის Vie-ს სიმღერების სია გამოაქვეყნა და სიმღერა Jealous Type-ის  შესახებ ვიდეო გააზიარა

Doja Cat 2025 წლის ოსკარის წვეულებაზე, 2 მარტი, კალიფორნია, ფოტო: ჩად სალვადორი
Doja Cat 2025 წლის ოსკარის წვეულებაზე, 2 მარტი, კალიფორნია, ფოტო: ჩად სალვადორი

Doja Cat-მა გულშემატკივრებს სიახლე გაუზიარა. როგორც ჩანს, არტისტი ახალი ალბომის გამოცემას გეგმავს. ნოემბერში მან სოციალურ ქსელში სია გამოაქვეყნა, რომელიც მალევე წაშალა.  სიმღერების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურებოდა: Break My Heart, Take Me Dancing, Anything, Ain’t News, Turn the Lights On, Slow Burn, Wood Holly და Appreciation. 

ახლა კი, 13 აპრილს, Doja Cat-მა  ინსტაგრამზე ახალი ალბომის, Vie-ს სიმღერების სია გამოაქვეყნა.

ამჯერად ჩამოთვლილი 16 სიმღერიდან ნაწილი ადრე გამოქვეყნებულ სიას ემთხვევა, თუმცა, ახალ ვერსიაში აღარ ჩანს Crack. ამის შესახებ Doja Cat-მა ინსტაგრამში პოსტი დაწერა: “ნუ მკითხავთ, სად არის Crack.”  

სიის განახლებულ ვერსიაში კვლავ რჩება Turn the Lights On, თუმცა რამდენიმე სიმღერა ჩამონათვალში აღარ მეორდება, მათ შორის: Break My Heart, Take Me Dancing, Anything, Ain’t News, Slow Burn, Wood Holly, Did I Lie და Appreciation.

ალბომის ახალი ვერსია ასე გამოიყურება:  Turn the Lights On, Slide, One More Time, Make It Up, Lipstain, Kink, Jealous Type, I Like You, Happy, Gorgeous, Couples Therapy, Come Back, Cards, Amen, All Mine და Acts of Service.

გულშემატკივრებმა Doja Cat-ის ინსტაგრამ ლაივი ჩაწერეს, რომელშიც მომღერალი პოპ-ფანკ სტილში შესრულებული Jealous Type-ის ეპიზოდს აზიარებს.

არტისტის ბოლო ალბომი Scarlet 2023 წელს გამოვიდა, მანამდე კი იყო 2021 წელს გამოცემული ალბომი Planet Her, რომელიც არაერთ ჰიტს შეიცავს.  ალბომი Scarlet Billboard 200-ში მეოთხე ადგილზე გავიდა და Top Rap Albums-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა.

მომღერალმა ალბომის დელუქს ვერსია – Scarlet 2 CLAUDE – მაისში გამოსცა. ამავე წელს Doja Cat-მა BLACKPINK-ის წევრებთან, LISA-სთან და RAYE-სთან ერთობლივი ტრეკი Born Again ჩაწერა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლედი გაგას თქმით, Harlequin მისი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ნამუშევარია

შემდეგი სტატია

ბილი აილიშის თქმით, ბავშვობაში თავის სახელს „ვერ იტანდა“ 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი