ბილი აილიშის თქმით, ბავშვობაში თავის სახელს „ვერ იტანდა“ 

ვარსკვლავმა ბრიტანული Vogue-ის სტატიაში ნიკი მინაჟის, იდრის ელბასა და სხვა ცნობილი ადამიანების კითხვებს უპასუხა.
ბილი აილიში
Petros Studio

ბილი აილიში ბრიტანული Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანზეა. გამოცემისთვის მიცემულ  ინტერვიუში ვარსკვლავმა თქვა, რომ ბავშვობაში თავის სახელს „ვერ იტანდა“.

ბილის ათეულობით ცნობილმა მეგობარმა დაუსვა შეკითხვები. მათ შორის იყვნენ საბრინა კარპენტერი, ჩაპელ როუნი, SZA და გრეტა გერვიგი. თუმცა ყველაზე გულწრფელი ის მაშინ აღმოჩნდა, როდესაც იდრის ელბამ ჰკითხა, ბავშვობაში საკუთარი უჩვეულო სახელით ამაყობდა, თუ არა. „ბავშვობაში ჩემი სახელი საშინლად არ მომწონდა. ყოველდღე მესმოდა, რომ ბილი ბიჭის სახელია,” – უპასუხა ოსკაროსანმა არტისტმა. 

„ზუსტად მახსოვს, როგორ ვბრაზობდი და მთელი გულით მინდოდა, ქალური სახელი მქონოდა – ვაიოლეტი, ლავანდა, ანუ ისეთი, ყვავილივით ლამაზი. უცნაურია, მაგრამ ახლა მგონია, რომ ბილის გარდა სხვა არცერთი სახელი არ შემეფერება. უზომოდ მიყვარს. ეს არის ერთადერთი სწორი სახელი იმ ადამიანისთვის, ვინც ვარ.“

ბილი აღნიშნავს, რომ ეს სახელი ბაბუის – უილიამის პატივსაცემად შეარქვეს. ვარსკვლავის თქმით, სახელთან დაკავშირებით თვითშეფასება უფრო მას შემდეგ მოემატა, რაც აღმოაჩინა, რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი სერიალის მსახიობსაც ბილი ერქვა. „პირველი ქალი ბილი, რომელიც გამახსენდა, ბილი პაიპერი იყო  Doctor Who-დან,“ – უთხრა აილიშმა გამოცემას. „Doctor Who ძალიან მიყვარდა და როცა ეს გავიგე, ძალიან, ძალიან გამიხარდა. მაგრამ იმავდროულად გავბრაზდი კიდეც – რატომ უნდა წარმოიდგინონ ვიღაც სხვა, როცა ჩემი სახელი ესმით?! ეს მიუღებელია!“

მიუხედავად იმისა, რომ ახლა თავისი სახელი მთელი გულით უყვარს, ბილიმ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ებრძვის თვითშეფასების პრობლემას. ნიკი მინაჟმა აილიშისათვის კითხვის დასმისას აღნიშნა, რომ შეუმჩნევია, თუ „როგორ გრძნობს ბილი თავს უხერხულად თავისი სილამაზის გამო”. მინაჟმა აილიშს ჰკითხა, ღელავს თუ არა, რომ გარეგნობამ შეიძლება მისი მუსიკა დაჩრდილოს, რაზეც ბილიმ უპასუხა: „ნიკი, ამ კითხვამ ცოტა ამატირა.“

„ცხოვრებაში თავი ლამაზად თითქმის არასდროს აღმიქვამს. ასე რომ, არც ის მიფიქრია ოდესმე, რომ ეს მუსიკაზე იმოქმედებდა,” – უპასუხა აილიშმა.

ინტერვიუ რამდენიმე დღეში, მას შემდეგ დაიბეჭდა, რაც ბილი აილიში Coachella-ს სცენაზე მოულოდნელად შეუერთდა Charli XCX-ს. მათ ერთად შეასრულეს ჰიტი Guess, რომელმაც Billboard Hot 100-ის ჩარტის მე-12 პოზიცია დაიკავა. მოგვიანებით Charli XCX-მა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ბილისთან ერთად ტროი სივანი და ლორდეც ჩანან. 

ბილი აილიშის მესამე სტუდიური ალბომი Hit Me Hard and Soft 2024 წლის მაისში გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტის მეორე ადგილი დაიკავა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doja Cat 2025 წლის ოსკარის წვეულებაზე, 2 მარტი, კალიფორნია, ფოტო: ჩად სალვადორი

Doja Cat-მა ახალი ალბომის Vie-ს სიმღერების სია გამოაქვეყნა და სიმღერა Jealous Type-ის  შესახებ ვიდეო გააზიარა

შემდეგი სტატია

საფრანგეთში ცნობილი მომღერალი და მოცეკვავე სტეფან ლეგარი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აჭარულ ცეკვას ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი
Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, - სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი

ჯასტინ ბიბერი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა – მომღერალმა Coachella-ზე მსმენელს დასამახსოვრებელი მუსიკალური შოუ შესთავაზა

პოპვარსკვლავმა შაბათს გამართულ სეტზე უდიდესი ჰიტები YouTube-ის ვიდეოების ფონზე შეასრულა და განვლილი გზა გაიხსენა.
მეტი