გაიგეთ რას ფიქრობს A$AP Rocky-ის ბებია Rihanna-ს შესახებ 

რეპერმა მისი და Rihanna-ს ორი შვილის RZA-სა და Riot Rose-ის შესახებაც ისაუბრა.
Rihanna და A$AP Rocky 2023 წლის Met Gala-ზე ფოტო: ჯამეს დევენეი/GC Images
Rihanna და A$AP Rocky 2023 წლის Met Gala-ზე ფოტო: ჯამეს დევენეი/GC Images


ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე A$AP Rocky-ს ინტერვიუ გამოქვეყნდა,  რომელიც მოახლოებულ  Met Gala-ზე  რეპერის თანაწამყვანობას ეხება. ცნობისთვის, ღონისძიება 15 აპრილს გაიმართება.  A$AP Rocky-ს ბებიამ სიყვარულით ისაუბრა Rihanna-ზე და აღნიშნა, თუ რა დადებითი გავლენა იქონია მომღერალმა მის შვილიშვილზე. 

გამოცემას რეპერის ბებიამ, კეტიმ უთხრა, რომ ყოველთვის იცოდა, მის შვილიშვილს დიდი მომავალი რომ ექნებოდა.   განსაკუთრებით კი იმით ამაყობს, რომ მისი შვილიშვილი Rihanna-სთან ერთად არის და მათ ორი პატარა ვაჟი ჰყავთ.  “Rihanna-ზე გიჟდება” – ამბობს A$AP Rocky ბებიის შესახებ.

„მიხარია, რომ თავი დაიმკვიდრა და კიდევ უფრო მიხარია, რომ  Rihanna-სთან ერთად არის. ის ძალიან უბრალო და ნამდვილი ადამიანია” – აღნიშნა რეპერის ბებია კეტიმ.

Rihanna-სა და A$AP Rocky-ს რომანზე ჭორები 2020 წელს გავრცელდა, ორი წლის შემდეგ  მათ პირველი შვილი RZA, შეეძინათ,  15 თვის შემდეგ კი მეორე ვაჟი – Riot Rose.

Rihanna-სთან ურთიერთობა რეპერმა ასე შეაფასა: – „ეს  სიყვარული არის შინაგანიც, გარეგანიც, უსასრულო, წარსულიც და მომავალიც.”   Vogue-თან ინტერვიუში  A$AP Rocky-მ შვილების შესახებაც ისაუბრა: „უფროსი უფრო თავისთვის არის, წიგნები უყვარს, რაიოტს კი ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს,  უფროს ძმას ნივთებს ართმევს, რომ ყურადღება მიიქციოს.”

A$AP Rocky-ს ინტერვიუ  2025 წლის Met Gala-მდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა,  სადაც რეპერი თანაწამყვანებთან  კოლმან დომინგოსთან, ლუის ჰემილტონთან და ფარელ უილიამსთან  ერთად წარდგება. ამ თვეში ყველა მათგანი Vogue-ს სხვადასხვა გარეკანზე გამოჩნდა.

წელს Met Gala-ს თემა Superfine: Tailoring Black Style  იქნება, რომელიც შავკანიანი მამაკაცების სტილსა და დანდიზმის კულტურას დაეთმობა.

A$AP Rocky უკვე დიდი ხანია, მოდაზე ორიენტირებული ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავია –  ის საკუთარ სამოსსაც კი ქმნის. გასულ წელს მან კოლექცია სახელწოდებით American Sabotage წარადგინა.

2024 წელს Billboard-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  რეპერმა  Rihanna-სთან ურთიერთობაზე  გულწრფელად ისაუბრა:

“ჩვენი ურთიერთობა შესანიშნავად მიდის, ვერ წარმომიდგენია უფრო სრულყოფილი ადამიანი.  ეს ყველაფერი ურთიერთგაგებაზეა აგებული.“ – თქვა A$AP Rocky-იმ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Snoop Dogg ახალ გოსპელ ალბომსა და მისი გამოცემის თარიღს აანონსებს

შემდეგი სტატია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დავით დოიაშვილი „ახალი თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან გაათავისუფლეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი