Eko & Vinda Folio ბერლინში დაფუძნებული ფესტივალის – „განთიადის” ფარგლებში კონცერტს გამართავს

„განთიადი“ ბერლინში მცხოვრები ემიგრანტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ დაფუძნებული სოციალურ-კულტურული ფესტივალია.
Eko & Vinda Folio
Gantiadi IG

ქართული მუსიკალური დუეტი Eko & Vinda Folio ბერლინში დაფუძნებულ სოციალურ-კულტურულ ფესტივალში,  „განთიადში“ მიიღებს მონაწილეობას. მუსიკოსები მსმენელის წინაშე 24 მაისს წარდგებიან Neue Zukunft-ში, რომელიც თანამედროვე სახელოვნებო ღონისძიებების ვენიუა.

Eko & Vinda Folio პოსტ-პანკ დუეტია, რომელიც 2012 წელს ერეკლე დეისაძემ და თემო ეზუგბაიამ დააარსეს. დუეტის პირველმა სინგლმა – „სისტემა უნდა დაინგრეს“ მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა და მალევე მოჰყვა მეორე სინგლი – „აგურით ხელში“. ამ ნამუშევრებმა არტისტების პროექტს პოპულარობა მოუტანა და ჯგუფს ოფიციალური სახე მიეცა. Eko & Vinda Folio-მ მალე ჩაწერა მათი ყველაზე ცნობილი სიმღერა – „რაც მამას უნდა“, რომლის ვიდეორგოლიც საბა შენგელიამ გადაიღო.

დუეტის შემოქმედების მიმართ ინტერესი საქართველოს ფარგლებსაც გასცდა და მათი მუსიკით ფრანგული ლეიბლი Talitres დაინტერესდა. სწორედ ამ ლეიბლზე 2018 წელს გამოიცა ჯგუფის სიმღერა „შენ ანათებ“.  მალევე, 2019 წელს გამოვიდა მათი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „თერაპია“. ამას მოჰყვა ჯგუფის პირველი საკონცერტო ტური საფრანგეთში. 2023 წელს Eko & Vinda Folio-მ ამ დროისთვის ბოლო, მესამე ალბომი გამოსცა.

რაც შეეხება პროექტ „განთიადს“, ფესტივალი ბერლინში მცხოვრები ემიგრანტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა დააფუძნა. ორგანიზატორები ცდილობენ, საკუთარ კულტურებთან დაკავშირებულ სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში ამ ფორმით ჩაერთონ. როგორც „განთიადის“ დამფუძნებლები ამბობენ, ამ პროექტით სურთ, ადგილობრივ გარემოში „შექმნან სივრცე, სადაც ამ კულტურების ხმა ისმის“.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

VAQO - ვახტანგ ქანთარია ფოტო: გიო მაჭავარიანი

VAQO-ს ახალი სიმღერა Shen Shen Shen (Khelisuflebas Gharibi schirdebi)

შემდეგი სტატია

კიმ კარდაშიანის ძვირფასეულობის გატაცების საქმეში ეჭვმიტანილი სასამართლოზე პასუხისმგებლობის აღებას გეგმავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი