ემინემი 2025 წლის ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების ფავორიტი მამაკაცი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა

22 წელი გავიდა, რაც რეპერმა AMA-ს პირველი ჯილდო მიიღო.
ემინემი
Travis Shinn

ემინემი 2025 წლის ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების (AMA) ფავორიტი მამაკაცი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა. 22 წლის შემდეგ, რაც AMA-ს პირველი ჯილდო მიიღო ამავე კატეგორიაში, Slim Shady ცერემონიაზე საკმაოდ რთულ მეტოქეთა პირისპირ დაბრუნდა.

ნომინაციაში დეტროიტელმა რეპერმა ისეთ არტისტებს სძლია, როგორებიც არიან დრეიკი, Future, Tyler, the Creator და კენდრიკ ლამარი. ეს ემინემისთვის ჯამში AMA-ს მეცხრე ჯილდოა. 

ნომინაცია ჰაიდი კლუმმა წარადგინა. სუპერმოდელმა იხუმრა, რომ ერთხელ მან სიმღერა Snoop Dogg-თან ერთად ჩაწერა, რაც მას „ყველაზე მოულოდნელ ჰიპ-ჰოპ არტისტს ხდის გერმანიიდან.”

სამწუხაროდ, ღონისძიებას არ ესწრებოდა თავად ემინემი. მან დეტროიტში, სახლში დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა ცერემონიაზე სამადლობელი სიტყვის ვიდეო გაგზავნა. 

„AMA, რა ხდება? ფავორიტი მამაკაცი ჰიპ-ჰოპ არტისტი – მადლობა, ძალიან ვაფასებ. მგონი 23 წელი გავიდა, რაც 24 წლის ასაკში პირველი AMA მოვიგე. ეს სიგიჟეა. მადლობა ჩემს ფანებს. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა. ყველას გაფასებთ. დიდი მადლობა.”

10 წელიწადზე მეტი გავიდა, რაც ემინემმა AMA-ს ბოლო გამარჯვება მოიპოვა – 2014 წელს, როცა The Marshall Mathers LP 2 ფავორიტი რეპ/ჰიპ-ჰოპ ალბომი გახდა. 

2024 წელი საკმაოდ დატვირთული იყო რეპერისთვის, რომელიც ივლისში The Death of Slim Shady (Coup de Grâce)-ით დაბრუნდა. პროექტი Billboard 200-ის ლიდერი გახდა.

ნახეთ ემინემის სამადლობელი სიტყვა:

ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების ორგანიზატორია Dick Clark Productions, რომელიც ბილბორდის მშობელი კომპანიის, Penske Media-ს მფლობელობაშია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბილი აილიში, 2025 წლის 4 მარტი, მალბურნი. ფოტო: ნაუმი რაჰიმი /Getty Images

ბილი აილიში 2025 წლის American Music Awards-ის მთავარი გამარჯვებულია

შემდეგი სტატია

როდ სტიუარტი 2025 წლის ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების Lifetime Achievement Award-ის მფლობელი გახდა და ცერემონია Forever Young-ის სიმღერით დახურა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი