თამარ ლიჩელი და ლიზი რამიშვილი 15 ივნისს კონცერტს გამართავენ

მუსიკოსები კონსერვატორიის მცირე დარბაზის სცენაზე წარდგებიან.

15 ივნისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგებიან პიანისტი თამარ ლიჩელი და ჩელისტი ლიზი რამიშვილი. მუსიკოსები ბრამსისა და რახმანინოვის ნაწარმოებებს შეასრულებენ. ბილეთების შეძენას შეძლებთ ბმულზე. 

თამარ ლიჩელი:

„პროგრამაშია ორი შედევრი: ბრამსის პირველი სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის და რახმანინოვის სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის. ორივე ნაწარმოები გამოირჩევა სირთულით და ასევე იმით, რომ ისინი განსაკუთრებით უყვარს მსმენელს. ბრამსის სონატა, როგორც მთელ მის შემოქმედებას ახასიათებს, ძალიან ღრმა არის, რახმანინოვის სონატა კი – უსაშველოდ ლამაზი და ემოციური. ორივე, ასე ვთქვათ, მწვერვალია კამერული ჟანრის. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ვუკრავ ფანტასტიკურ მუსიკოსთან ერთად. ლიზასთან ყოველი შემოქმედებითი თანამშრომლობა გამორჩეულია, რადგან ჩვენ განსაკუთრებული თანხვედრა გვაქვს მუსიკალურ აზროვნებაში, რაც დიდი იშვიათობაა. ეს კი ორივეს ძალიან გვახარებს, რადგან რეპეტიციებზე გარკვეულ დეტალებზე ლაპარაკი არც კი გვიწევს ხოლმე, იმდენად ერთნაირად ვგრძნობთ მუსიკას და მე მგონია, რომ ამას მსმენელიც აუცილებლად იგრძნობს.”

ოქტომბერში თამარ ლიჩელის ორგანიზებით თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი გაიმართება. ღონისძიებას 21-24 ოქტომბერს, ტრადიციულად, ბორჯომი უმასპინძლებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

L’Impératrice – ფრანგული დისკო მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე

შემდეგი სტატია

BRIT Awards 2026 პირველად ლონდონის გარეთ გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი