გიორგი ცაგარელის Comeback

ნახეთ Billboard საქართველოს ვიდეორეპორტაჟი.

28 ივნისს გიორგი ცაგარელი სცენაზე ბრუნდება. ორწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ მუსიკოსი მსმენელის წინაშე შესაბამისი სახელწოდების პროექტით წარდგება – Comeback. 

პროექტი ტრადიციული კონცერტის ფორმატს სცდება და ერთგვარი მუსიკალური წარმოდგენის სახეს იღებს. სცენარით, ვიზუალური მასალითა და სხვა დამხმარე ელემენტებით მუსიკოსი მსმენელს საკუთარ ბავშვობაში ამოგზაურებს, სადაც კლასიკური მუსიკა რადიოსა და ტელევიზიით მოსმენილ მეინსტრიმ კულტურას ხვდება. გიორგი ცაგარელთან ერთად სცენაზე წარდგებიან ნიკალა და სოფო ჩოხელი. 

ვრცლად პროექტისა და გიორგი ცაგარელის შემოქმედების ახალი ეტაპის შესახებ, ნახეთ Billboard საქართველოს ვიდეორეპორტაჟში.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Beach Boys-ის მომღერალი ბრაიან უილსონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

როგორ იქმნებოდა Sevdaliza-ს კლიპი საქართველოში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ათლეტი და არტისტი: გურამ კაშია x გიგი დედალამაზიშვილი

ეროვნული ნაკრების ისტორიული კაპიტანი და „მგზავრების“ ფრონტმენი საუბრობენ ჯონ ლენონის ტატუზე, Oasis-ის ფლეილისტებზე, კარიერის მთავარ საუნდტრეკსა და იმ მუსიკალურ ენერგიაზე, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა.
მეტი

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წინ, Billboard სპორტისა და მუსიკის გლობალური გარეკანების სერიას უშვებს

Billboard-ის 100-წელზე მეტი ხნის ისტორიაში პირველად, გამოცემა რამდენიმე გლობალურ გარეკანს მუსიკისა და სპორტის გადაკვეთას უძღვნის – ფეხბურთისა და მუსიკის დღესასწაულის ისტორიებს 11 ქვეყნის 11 გარეკანი დაეთმობა. პირველი მათგანი 8 ივნისს, აშშ-ის გამოცემამ წარადგინა, ამ კვირაში კი მას კიდევ 10 გარეკანი მოჰყვება. პროექტის დებიუტი აშშ-ის გარეკანით მაილს რობინსონთან და Joey Bada$$-თან ერთად შედგა.
მეტი

Saphileaum-ის ახალი ალბომი – Heavenly Hills ავსტრალიურ ლეიბლზე გამოიცა

ალბომში შემავალი ერთ-ერთი კომპოზიცია, სახელწოდებით – Alarko (კოსმოსური არწივი) არტისტმა თავის ბაბუას, ცნობილ მომღერალ თემურ წიკლაურს მიუძღვნა.
მეტი