ჯეი ზიმ მილიონი დოლარი წააგო მას შემდეგ, რაც NBA-ს ფინალის მესამე თამაში Indiana Pacers-მა მოიგო

Oklahoma City Thunder-მა რეპერის პროგნოზი ვერ გაამართლა.
ჯეი-ზი
Alex Livesey – Danehouse/Getty Images

ოთხშაბათს ღამე ჯეი ზიმ სოლიდური თანხა წააგო მას შემდეგ, რაც NBA-ს ფინალის მესამე თამაში Indiana Pacers-მა მოიგო და ჯამში 2:1 ანგარიშით წინ წაიწია. 

რეპერმა მილიონი დოლარი დადო პროგნოზზე, რომ Oklahoma City Thunder ფინალური სერიის ხუთ თამაშს  4:1 ანგარიშით დაასრულებდა. მესამე თამაშში Pacers-ის გამარჯვებით კი ეს უკვე შეუძლებელი გახდა. თუმცა Thunder სერიის ფავორიტი იყო და, მესამე თამაშში დამარცხების მიუხედავად, კვლავაც რჩება თასის მოგების მთავარ პრეტენდენტად. 

იმ შემთხვევაში, თუ Thunder ფინალის ხუთი თამაშიდან ოთხში გაიმარჯვებდა, ჯეი ზი 2.3 მილიონ დოლარს მოიგებდა. აღსანიშნავია, რომ რეპერს თანხა Fanatics Sportsbook-ის მეშვეობით ჰქონდა დადებული, რომლის თანადამფუძნებელიც თავადაა. სპორტული ბეთინგის გარდა, ჯეი ზის სურს, რომ გემბლინგ სექტორის მნიშვნელოვანი მოთამაშეც გახდეს. მისი კომპანია Roc Nation აქტიურად მუშაობს, ნიუ-იორკის Times Square-ზე კაზინოს გასახსნელად. სანაცვლოდ კი, ქალაქის განვითარებაში 15 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავს. 

„ჩვენ ნიუ-იორკელები ვართ,” – თქვა ჯეი ზიმ 2024 წელს გაკეთებულ განცხადებაში. „მხარდაჭერა და ჩვენი სამეზობლოსთვის შესაძლებლობების შექმნა არ არის მხოლოდ Roc Nation-ის ეთოსის ნაწილი, ეს ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Nirvana, Smells Like Teen Spirit Courtesy Photo

Nirvana-ს Smells Like Teen Spirit-ის ვიდეოს YouTube-ზე ორი მილიარდი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

TELA FESTIVAL 2025

წლის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – TELA FESTIVAL 2025 იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი