Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – Janngo

Billboard
16 ივნისი, 2025

Janngo – ხმა, რომელსაც მსოფლიო გაიცნობს.

ფოტო (კრედიტი - ბარბარე სტურუა)
ფოტო (კრედიტი – ბარბარე სტურუა)

მუსიკალური ბექგრაუნდი:

Janngo-ს შემოქმედებითი ისტორია ადრეული ბავშვობიდან იწყება, ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში აღმოაჩინა მუსიკის ჯადოსნობა და მას შემდეგ  ამ გზას მიჰყვება. Janngo-სთვის მუსიკა მხოლოდ გატაცება არასდროს ყოფილა, ის მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. კოლეჯის პირველი კურსიდან უკვე საავტორო სიმღერებს წერდა. პირველი ნაწარმოები ჯაზ-ფანკ კომპოზიციაა, სახელწოდებით Fallin.  Janngo-მ იგი საკუთარ ემოციებსა და შინაგან განცდებს  მიუძღვნა.

მუსიკალური სტილი და ჟანრი:

წლების განმავლობაში   Janngo სხვადასხვა ჟანრსა და სტილში ეძებდა, იკვლევდა და ქმნიდა მუსიკას. მისი შემოქმედების წყაროდ იქცნენ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან:  Frank Ocean, SZA, Summer Walker და მისთვის გამორჩეული Amy Winehouse. Janngo-სთვის მუსიკა ემოციის გამოხატვის ყველაზე გულწრფელი ფორმაა.

უახლესი მუსიკალური ნამუშევარი:

რამდენიმე კვირის წინ არტისტმა პირველი სინგლი Francisco გამოუშვა, რომელიც სიყვარულსა და გაზაფხულს ეძღვნება. როგორც თავად აღნიშნავს, ბოლო ორი წელი მუსიკალური პაუზა ჰქონდა, რათა სადებიუტო Trap/RnB ალბომზე ემუშავა. თვის ბოლოს კი სწორედ ამ ალბომიდან რამდენიმე სიმღერა გამოვა. თვალი ადევნეთ Janngo-ს შემოქმედებას,  წინ საინტერესო და მუსიკალური სიახლეებით დატვირთული ეტაპი გელით.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნატალია ოსიპოვა

ფესტივალ „თბილისი რიტმის“ ფარგლებში ცნობილი ბალერინის, ნატალია ოსიპოვას წარმოდგენა გაიმართა

შემდეგი სტატია

(photo Credit Barbare Sturua)

Billboard Georgia Presents: New Gen  Georgia – Janngo

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი