Cardi B-მ დიდი ხნის ნანატრი მეორე ალბომი Am I the Drama? – დააანონსა

Cardi B დაბრუნდა! არტისტმა საბოლოოდ დაადასტურა ნანატრი მეორე ალბომის, Am I the Drama?-ს გამოსვლა 19 სექტემბერს.
Cardi B 2024 წლის 26 სექტემბერი, პარიზის მოდის კვირეული. ფოტო ჯაკოპო რაული /Getty Images for Messika
Cardi B 2024 წლის 26 სექტემბერი, პარიზის მოდის კვირეული. ფოტო ჯაკოპო რაული /Getty Images for Messika

ეს არის ალბომი, რომელზე მუშაობასაც შვიდი წელი დასჭირდა. Cardi B-მ ოფიციალურად 23 ივნისს დააანონსა ალბომი, რომელსაც შთამბეჭდავი ყდის ვიზუალი ახლავს.

AM I THE DRAMA? –  ჩემი ახალი ალბომი 19 სექტემბერს გამოდის!“ – დაწერა არტისტმა სოციალურ ქსელში. 

Cardi B-მ 22 ივნისს ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ალბომის გამოსვლაზე და დიდ დაბრუნებაზე მიანიშნა. ვიდეოში ის ჰყვება, თუ რამდენად რთული და ემოციური იყო აქამდე განვლილი გზა. 

„შვიდი წელი გავიდა და ახლა უკვე ამის დროა.  ეს იყო სიყვარულის, სინათლისა და დანაკარგის შვიდი წელი. შვიდი წელი ამ ყველაფერს ვითმენდი, თუმცა ახლა მათ ჯოჯოხეთს დავანახებ.  ცრემლები აღარ მაქვს, მე არ ვარ ბოროტმოქმედი, მე თქვენი კარმა ვარ, დრო დადგა და ეს დრო ახლაა.” – ამბობს ვიდეოში არტისტი.

Cardi B-მ რეპ სამყაროს ყურადღება 2018 წელს სადებიუტო ალბომით Invasion of Privacy მიიპყრო. ამ ალბომმა მას ორი N1 ჰიტი მოუტანა Billboard Hot 100-ზე და 2019 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში  გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სადებიუტო ალბომის ყველა ტრეკი  RIAA-ს მიერ პლატინის სტატუსითაა აღიარებული.

ახალი ალბომი Am I the Drama?-ს გამოსვლას წინ უძღვის 19 ივნისს Cardi B-ს ახალი სინგლის, Outside-ის გამოსვლა.   ალბომი ჯამში 23 სიმღერას აერთიანებს, რომელთა შორისაც არის ჰიტები Up და WAP.

Cardi B-მ ალბომის გამოსვლამდე მართლაც რთული გზა გაიარა, მაისში არტისტმა აღნიშნა რომ დაგვიანების მიზეზი მოწვეული არტისტების უპასუხისმგებლობა იყო. 

„არ მინდა, ისინი წნეხის ქვეშ მოვაქციო, რადგან ყველა მათგანი მიყვარს. მაგრამ, მოდით, ახლა მე ეს მჭირდება, არ დაკარგოთ ეს შანსი,  მაგრამ თუ საჭირო იქნება ამას მე თავად გავაკეთებ. ცოტა იჩქარეთ რადგან მე ეს მართლა მჭირდება, ვფიქრობ, არავის უნდა ამ ალბომში მონაწილეობის გამოტოვება.”

გასული წლის აგვისტოში Cardi B-მ ოფსეტთან განქორწინების განცხადება შეიტანა, თუმცა ახლა მისი ცხოვრება ახალი ფაზაში გადადის,  ის NFL-ის ვარსკვლავ სტეფონ დიგს ხვდება.

ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია –  19 სექტემბერი. იხილეთ ალბომის ყდის დიზაინი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საფრანგეთის მუსიკის კვირეულის დახურვაზე პრეზიდენტმა მაკრონმა მუსიკალური ინდუსტრიის მომავალზე საკუთარი ხედვა წარადგინა

შემდეგი სტატია

2025 წელს დაანონსებული ალბომების კალენდარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი