რვაწლიანი დისტანციური მეგობრობის შემდეგ დუეინ ჯონსონი და Jelly Roll, როგორც იქნა, ერთმანეთს პირადად შეხვდნენ: ნახეთ ვიდეო

მსახიობი და მუსიკოსი ერთმანეთს პირველად 2017 წელს ინტერნეტით დაუკავშირდნენ, მას შემდეგ, რაც ჯონსონმა პირველად მოისმინა Jelly Roll-ის Only.
Jelly Roll და დუეინ ჯონსონი
Tibrina Hobson/Getty Images; Rodin Eckenroth/Getty Images

თითქმის ათწლიანი მეგობრობის შემდეგ, რომელიც მათ შორის მუსიკის ძალამ დაამყარა, დუეინ ჯონსონი და Jelly Roll, როგორც იქნა, ერთმანეთს პირადად შეხვდნენ.

ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამზე თავად ვარსკვლავებმა გაავრცელეს, მსახიობი თბილად ეხუტება მომღერალს American Idol-ის კულისებში. „ამ ჩახუტებას ერთი დეკადაა, ველოდები!” – ამბობს Jelly Roll.

ემოციურ საუბარში ჯონსონი მეგობარს უხსნის, თუ როგორ უჭირდა თინეიჯერობისას ნეშვილში ცხოვრება მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი ჰავაიდან გამოაძევეს. წლების შემდეგ კი, 2017 წელს, მსახიობს ასევე რთული პერიოდი ჰქონდა, რომლის დაძლევაც, მისი თქმით, სწორედ Jelly-ს მუსიკის აღმოჩენით შეძლო.

„ძალიან მიჭირდა,” – წერს ჯონსონი ვიდეოს აღწერაში. „ჩემი მენტალური კეთილდღეობა მენტალურ ჯოჯოხეთად იქცა… შემდეგ კი, ერთ დილას, ყურსასმენებში ეს მუსიკა გავიგონე – Jelly Roll-ის Only. მისმა ტექსტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.”

ამ ეპიზოდის შემდეგ ჯონსონი Jelly-ს ინტერნეტით დაუკავშირდა და ვარსკვლავები მეგობრებად იქცნენ. საბოლოოდ კი, როცა ერთმანეთს პირადად შეხვდნენ, ჯონსონმა მეგობარს განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა: საფოსტო ბარათი, რომელზეც ნეშვილის ის ადგილია გამოსახული, სადაც მსახიობი ცხოვრობდა. რთული ცხოვრება არც მუსიკოსისთვისაა უცხო. Jelly Roll, რომელიც ასევე ნეშვილიდანაა, არასდროს მალავს იმას, რომ მუსიკალური კარიერის დაწყებამდე ის არაერთხელ მომხვდარა საპატიმროში.

„ეს სიგიჟეა,” – ამბობს მუსიკოსი ბარათზე, რომელზეც ჯონსონის წარწერაა: „ასე განაგრძე, ძმაო. ვამაყობ შენით!”

მანამდე, კელი კლარკსონის შოუში, ჯონსონმა ისაუბრა, თუ როგორ დაეხმარა Jelly-ს მუსიკა ცხოვრების რთულ პერიოდში. „დეპრესიის ერთ-ერთი ეპიზოდი მქონდა. ძალიან ბევრი რამის დაბალანსება მიწევდა: მეორე შვილს ველოდებოდით, ჩემი უფროსი ქალიშვილი ჩემგან შორს იყო, ფილმის გადაღებას ვცდილობდი… ბევრი რამ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში… ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, მაგრამ კარგი მეგობრები გავხდით. ის ჩემი ბიჭია და ძალიან მიყვარს.”

Jelly Roll ამჟამად ტურნეში იმყოფება და აქვს როგორც სოლო კონცერტები, ასევე პოსტ მელოუნთან ერთობლივი შოუები. მისი ბოლო ალბომი Beautifully Broken Billboard 200-ის ლიდერი გახდა. 

ნახეთ დუეინ ჯონსონისა და Jelly-ს შეხვედრის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen – Nemzzz (UK)

შემდეგი სტატია

Parasite

Parasite-მა ორი ახალი სინგლით EP-ის გამოცემა დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი