უიტნი ჰიუსტონის სახელობის Legacy of Love –  გალაზე ჯენიფერ ჰადსონი მთავარ შემსრულებელად წარდგება

ყოველწლიური, რიგით მეოთხე ღონისძიება წელს ატლანტაში 9 აგვისტოს გაიმართება. თარიღი უიტნის დაბადების დღეს ემთხვევა, – ლეგენდარულ მომღერლს 62 წელი შეუსრულდებოდა.
უიტნი ჰიუსტონი Marc Bryan-Brown, Courtesy of The Estate of Whitney E. Houstonm
უიტნი ჰიუსტონი Marc Bryan-Brown, Courtesy of The Estate of Whitney E. Houstonm

მრავალი ჯილდოს მფლობელი მომღერალი, მსახიობი და თოქშოუს წამყვანი ჯენიფერ ჰადსონი უიტნი ჰიუსტონის სახელობის მეოთხე ყოველწლიურ Legacy of Love გალაზე სპეციალური პერფორმანსით წარდგება.

ღონისძიება უიტნი ჰიუსტონის ისტორიული მუსიკალური კარიერის 40 წლისთავის აღსანიშნავად 9 აგვისტოს, მისივე დაბადების დღეს გაიმართება. ლეგენდარულ მომღერლს 62 წელი შეუსრულდებოდა. 

გალა ღონისძიება ატლანტაში, სასტუმრო St. Regis-ში გაიმართება, რომელსაც Whitney E. Houston Legacy Foundation-ი და კომპანია Primary Wave Music წარადგენს.

ღონისძიების საპატიო თავმჯდომარე მუსიკალური ინდუსტრიის ლეგენდად წიდებული კლაივ დევისი იქნება, რომელიც Sony Music Entertainment-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია.

გარდა მთავარი შემსრულებლის, ჯენიფერ ჰადსონის გამოსვლისა, გალას მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობას R&B-ის მომღერალი და სიმღერების ავტორი მელისა მორგანი მიიღებს, რომელიც უიტნი ჰიუსტონის სადებიუტო ალბომშიც მღეროდა, ასევე  ჯიმი ვენსი – The Whitney E. Houston Legacy Foundation-ის ყოველწლიური ქავერ სიმღერის კონკურსის გამარჯვებული. ღონისძიებაზე სიმფონიური ორკესტრის სპეციალური წარმოდგენაც გაიმართება, რომელიც  ჩრდილოეთ ამერიკაში დაგეგმილ საშემოდგომო ტურნეს, The Voice of Whitney: A Symphonic Celebration-ს უძღვის წინ. ორკესტრს კი ცნობილი დირიჟორი უილიამ რ. ლენგლი უხელმძღვანელებს.

Whitney E. Houston Legacy Foundation-ის პრეზიდენტი და ლეგენდარული არტისტის მემკვიდრეობის აღმასრულებელი მმართველი – პატ ჰიუსტონი გალას Entertainment Tonight-ის წამყვან კევინ ფრეიზერთან ერთად წაიყვანს.

„გვიხარია, რომ ჯენიფერ ჰადსონი ჩვენი მთავარი შემსრულებელი და განსაკუთრებული სტუმარი იქნება. მოხარული ვართ, რომ მან შეძლო, დრო გამონახა და უიტნის კარიერის 40 წლის იუბილეს ჩვენთან და ჩვენს განსაკუთრებულ სტუმრებთან ერთად აღნიშნავს.  რაც  ყველაზე მთავარია, ის უიტნი ჰიუსტონის მუსიკალურ მემკვიდრეობას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს.” – აღნიშნა ოფიციალურ განცხადებაში პატ ჰიუსტონმა.

ფონდმა 2025 წლის გრანტის გამარჯვებულად ორგანიზაცია Kids in the Spotlight გამოავლინა, რომელიც მზრუნველობამოკლებულ მოზარდთა განვითარებას უწყობს ხელს. გალაზე ასევე წარმოდგენილი იქნება უიტნი ჰიუსტონის სპეციალურად შერჩეული ნივთები, რომლებიც Julien’s Auctions-ისა და Charity Buzz-ის მეშვეობით გაიყიდება. ტრადიციულად, ფონდიდან ხელოვნების სფეროში მოღვაწე სტუდენტებისთვის ყოველწლიური სტიპენდიები გაიცემა.

„გვახარებს ის ფაქტი, რომ ფონდი ბოლო ოთხ წელიწადში ასე განვითარდა და გაფართოვდა, უიტნი მთელ მსოფლიოში გამორჩეული მუსიკალური ნიჭით  არის ცნობილი, თუმცა იყო კიდევ რაღაც, რაც განსაკუთრებით უყვარდა და ეს გახლავთ ბავშვები და ახალგაზრდები. უიტნი ყოველთვის უჭერდა მხარს მათ. იგი მთელი ცხოვრება იმ სიტყვებით ცხოვრობდა, რასაც მღეროდა:  

„მჯერა, ბავშვები ჩვენი მომავალია, ასწავლეთ მათ და მიეცით საშუალება, გზა თავად გაიკვალონ, აჩვენეთ მათ ის სილამაზე, რაც  შინაგანად აქვთ, ჩაუნერგეთ სიამაყის შეგრძნება, რათა შემდგომი ცხოვრება გაუმარტივდეთ.” (I believe the children are our future, teach them well and let them lead the way; show them all the beauty they possess inside, give them a sense of pride to make it easier…) – ეს სიტყვები მისი ცნობილი სიმღერის, Greatest Love of All-ის ტექსტიდანაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი Evan Paterakis

ჯასტინ ბიბერი ახალი ალბომით ბრუნდება

შემდეგი სტატია

ტრევის სკოტმა ახალი ალბომის – Jackboys 2-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი