ბილი ჯოელმა დოკუმენტურ ფილმთან ერთად 155-სიმღერიანი კოლექცია გამოაქვეყნა

ფილმის Billy Joel: And So It Goes გამოსვლის შემდეგ მუსიკოსის აქამდე გამოუქვეყნებელმა არქივმა დღის სინათლე იხილა.
ბილი ჯოელი ლას-ვეგასის კონცერტზე 2024 წელს
Ethan Miller/Getty Images

მას შემდეგ, რაც დოკუმენტური ფილმი Billy Joel: And So It Goes გამოვიდა, ბილი ჯოელმა საკუთარი არქივიდან ნამდვილი განძი გამოაქვეყნა. 60-წლიანი კარიერის მქონე გრემის მფლობელი არტისტის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერა HBO-ზე 18 ივლისს შედგა. მეორე ნაწილი კი 25 ივლისს გამოვიდა. 

პრემიერიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი სტრიმინგ პლატფორმებზე ფილმის „მუსიკალური თანამგზავრი” – 155-სიმღერიანი კოლექცია გამოქვეყნდა, რომელიც აქამდე უცნობ ექვსსაათნახევრიან მასალას მოიცავს. 

კოლექციაში შედის მუსიკოსის ადრეული ჯგუფების – The Hassles-ისა და The Lost Souls-ის პერიოდის სიმღერები, ჯოელის ლაივ შესრულებები, როგორიცაა მისი გამოსვლა The Old Grey Whistle Test-ში და ასევე ჩანაწერები, რომლებიც Columbia Records-თან ხელის მოწერის პირველსავე დღეს გაკეთდა. კოლექციაში შევიდა ასევე Scenes From an Italian Restaurant-ის პირველი შესრულებაც. 

„ყოველთვის მინდოდა, დამეწერა ერთგვარი კინემატოგრაფიული სიმღერა იმ ადამიანების ცხოვრებაზე, ვისაც სკოლაში ვიცნობდი,” – ამბობს ჯოელი აღნიშნულ სიმღერაზე. „ადამიანებზე, ვინც წარმატების ზენიტს ძალიან ადრე მიაღწიეს.”

მიუხედავად იმისა, რომ სინგლის სახით არასდროს გამოსულა, 8-წუთიანი სიმღერა იმავე წელს შევიდა ალბომში The Stranger და ჯოელის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ კომპოზიციად იქცა. 

როგორც ახალი პროექტის პროდიუსერები ამბობენ, კოლექციას მომავალშიც დაემატება მსმენელისთვის უცნობი მუსიკა. „უამრავი მასალაა მის პირად არქივში,  ასევე უამრავი მასალაა „სონის” არქივში და ისინი თითქმის არ ემთხვევა ერთმანეთს. მომდევნო წლებში ჩვენ ორივე არქივის ზედმიწევნით შესწავლას ვგეგმავთ.”

დოკუმენტური ფილმის პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე ჯოელმა ყველა დაგეგმილი შოუ გააუქმა, ჰიდროცეფალიის დიაგნოზის გამო. „გულწრფელად ვწუხვარ, რომ მიწევს, გავაწბილო ჩემი მსმენელი. მადლობას გიხდით გაგებისთვის,” – დაწერა მან განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა მუსიკოსის გუნდმაც. მათი თქმით, ჯოელი ფიზიოთერაპიის სპეციალურ კურსს გაივლიდა ამ დიაგნოზის დასამარცხებლად, რომელმაც გავლენა მოახდინა მის სმენაზე, მხედველობაზე, ბალანსსა და საშემსრულებლო უნარებზე. 

ჯოელმა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განახლებული ინფორმაცია გულშემატკივარს 21 ივლისს ბილ მაერის პოდკასტში მიაწოდა. „თავს კარგად ვგრძნობ,” – თქვა მან. „ამბობენ, რომ ტვინის აშლილობა მაქვს, რაც უფრო მძიმედ ჟღერს, ვიდრე ამას თავად ვგრძნობ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Coldplay-ს კონცერტის სკანდალის შემდეგ გვინეტ პელტროუ კომპანია Astronomer-ს დროებითი სპიკერის სტატუსით შეუერთდა

შემდეგი სტატია

Cowboy Carter-ის ტურნეს ფინალურ შოუზე ბიონსეს სცენაზე Destiny’s Child-ის წევრები შეუერთდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი