Cowboy Carter-ის ტურნეს ფინალურ შოუზე ბიონსეს სცენაზე Destiny’s Child-ის წევრები შეუერთდნენ

მომღერალმა ტურნე 26 ივლისს Allegiant Stadium-ზე გამართული კონცერტით დაასრულა.
კელი როულენდი, ბიონსე და მიშელ უილიამსი 2018 წლის Coachella-ს ფესტივალზე.
Kevin Mazur/Getty Images/Coachella

ბიონსემ Cowboy Carter-ის ტურნეს ფინალური კონცერტი ლას-ვეგასის Allegiant Stadium-ში დაუვიწყარ მომენტად აქცია. სცენაზე მოულოდნელად გამოჩნდნენ Destiny’s Child-ის წევრები – კელი როულენდი და მიშელ უილიამსი. შოუს მიმდინარეობისას ბიონსე სცენიდან მცირე დროით გაუჩინარდა და შემდეგ უილიამსთან და როულენდთან ერთად დაბრუნდა. ტრიომ Independent Women შეასრულა. ეს Destiny’s Child-ის პირველი ერთობლივი გამოსვლა იყო ბოლო შვიდი წლის განმავლობაში.

ჯგუფის წევრები შოუს იმ სეგმენტისთვის გაერთიანდნენ, რომელიც Renaissance-ს ეთმობოდა. ტრიომ ასევე შეასრულა 2004 წლის ჰიტი – Lose My Breath, რომელიც ერთად ბოლოს 2018 წელს, ბიონსეს Coachella-ზე გამოსვლისას იმღერეს. მათ ასევე შეასრულეს ბიონსეს 2022 წლის კომპოზიცია Energy, ხოლო პერფორმანსი 2001 წლის ჰიტით – Bootylicious-ით დაასრულეს. კონცერტის შემდეგ ბიონსემ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც სცენაზე როულენდთან და უილიამსთან ერთად დგას.

Destiny’s Child 1997 წელს გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე და მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი გოგონათა ჯგუფი მუსიკის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ Destiny’s Child ოფიციალურად 2006 წელს დაიშალა, სამეული 2013 წლის Super Bowl-ზე და 2018 წლის Coachella-ზე კვლავ გაერთიანდა.

ჯგუფის კარიერის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ჩარტში Destiny’s Child-ის ათი ჰიტი მოხვდა წამყვან ათეულში, მათ შორის ოთხმა სიმღერამ პირველი ადგილი დაიკავა.

გარდა Destiny’s Child-ის დაბრუნებისა, ლას-ვეგასის კონცერტზე კიდევ რამდენიმე სიურპრიზი იყო: სცენაზე გამოჩნდნენ Shaboozey, ასევე Jay-Z, რომელმაც შეასრულა როგორც სოლო ნომერი N — s in Paris, ასევე ცნობილი დუეტი – Crazy in Love.

როგორც Rolling Stone იუწყება, ბიონსემ აუდიტორიას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „არასდროს ითხოვო უფლება იმისთვის, რაც უკვე შენ გეკუთვნის.“ ვარსკვლავმა მსმენელს ერთგულებისთვის მადლობაც გადაუხადა.

TMZ-ის ცნობით, ლას-ვეგასის VIP ზონაში კონცერტს ესწრებოდნენ კრის ჯენერი, ქლოი კარდაშიანი, ტაილერ პერი და ოპრა უინფრი.

Cowboy Carter-ის ტურნე დასრულდა მასშტაბური შოუების სერიით, რომელმაც მოიცვა ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო, ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, ჰიუსტონი, ვაშინგტონი, ატლანტა და ლას-ვეგასი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი ჯოელმა დოკუმენტურ ფილმთან ერთად 155-სიმღერიანი კოლექცია გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

ფილ კოლინზი Des Willie/Redferns

ფილ კოლინზის წარმომადგენლის თქმით, მომღერალი არა ჰოსპისში, არამედ საავადმყოფოშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი